LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ტყეში კვამლია – სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება

81

ბორჯომის ტყეში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.  მეხანძრეების განცხადებით,  ცეცხლი, პრაქტიკულად, ლოკალიზებულია, თუმცა იმ ადგილებში, სადაც ფეხით მისვლას ვერ ახერხებენ, ცეცხლის კერები ამ დრომდე რჩება. კერების ლოკალიზებას ვერტმფრენი დილიდან  ცდილობს.

ამ დროისთვის ამინდი გაუარესდა. სოფელ დაბის ტერიტორიაზე ქარია, რაც სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლის. ტერიტორიაზე დაკვამლიანებამ იმატა. არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლის კერები ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან.

ხანძარი ბორჯომის ტყეში გუშინ გაჩნდა. რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენიც იყო ჩართული. ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან 200-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ხანძარი სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნახანძრალ ტყეში, გაჩნდა.

ამ დროისათვის, არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

ხანძრის მიზეზი და გამოწვეული ზარალი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები