LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ტყეში, სოფელ დაბასთან, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

78

ბორჯომის ტყეში, სოფელ დაბასთან, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი, ძლიერი ქარის გამო,  დღის ბოლოს გაძლიერდა და ამ წუთებში ძლიერი ხანძარი ორივე ფერდობზეა.  ამ დროისთვის ვერტმფრენები, მათ შორის აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი,  სამაშველო ოპერაციაში ვერ მონაწილეობენ  იმის გამო, რომ ღამის ხედვის აღჭურვილობა არ გააჩნიათ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქართული მხარე დახმარებას თურქეთიდან ელოდება.

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. თავად გიორგი კვირიკაშვილი კი ბორჯომში მიემგზავრება.

 

“შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

“საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.  ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი,” – აღნიშნულია პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები