LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ახალი სასტუმრო „ძველი ბორჯომი“ გაიხსნა

183

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, ბორჯომში ახალი სასტუმრო შპს „ძველი ბორჯომი“ გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრომ „ძველი ბორჯომი“ დამატებით 15 ახალი ოთახი შექმნა და 12 ადამიანი დაასაქმა, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 410 000 ლარს შეადგენს.

შპს „ძველი ბორჯომი“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები