LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ხანძარი დასახლებულ ადგილს მიუახლოვდა – შესაძლოა, ევაკუაცია გამოცხადდეს

55

ბორჯომის ტყეში, სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძარი, რომლის ბოლომდე  ლიკვიდირებაც, ძლიერი ქარის გამო,  მეორე დღეა, ვერ ხერხდება, დასახლებულ ზონას მიუახლოვდა. 

ის ტერიტორია, სადაც ხანძრის კერებია, მიუვალი ადგილია. შესაბამისად, ტექნიკა ვერ ახერხებს უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მისვლას.

ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებისთვის ერთი ვერტმფრენი მუშაობს. აზერბაიჯანმა საქართველოს ვერტმფრენი უკვე გამოუგზავნა და უახლოეს  პერიოდში ელოდებიან, რომ ხანძრის ჩაქრობაში ჩერთვებიან.

 

 

პოპულალურები