LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას 5 ვერტმფრენი შეეცდება (ფოტოები)

79

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერში მეორეჯერ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისთვის დღეს უკვე სამი ვერტმფრენი მუშაობს. დღეს დილიდან ორ ქართულ საჰაერო ხომალდს აზერბაიჯანული ვერტმფრენიც შეუერთდა.

ამ დროისთვის ხანძრის კერები ლოკალიზებულია, თუმცა თუ ქარი გაძლიერდება, შესაძლოა კერების გაღვივებაც.

“3-დან 4-საათამდე იცის ამ ადგილებში ქარის გაძლიერება. შუადღის მერე, ორ ვერტმფრენს ველოდებით თურქეთიდან. დაველოდებით ამ კრიტიკულ პერიოდს და შემდეგ გავაანალიზებთ, რამდენად წარმატებულია დღევანდელი დღე”, – განაცხადა ალავიძემ.

რაც შეეხება ცოცხალ ძალას და მძიმე ტექნიკას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

ხანძარი დაბა წაღვერში უკვე მეორედ, სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა და უკვე მესამე დღეა მის ჩაქრობას ცდილობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები