LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად, თბილისში მოხალისეები იკრიბებიან

35

ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად, ხვალ დილით, თბილისიდან მოქალაქეები ჩავლენ.

მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა, მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ ერთიანი ძალებით ჩააქრონ ხანძარი ბორჯომში.

მოხალისეები დილის 6 საათზე “სამთო ქიმიასთან” იკრიბებიან.

“ეს თამაში არ არის. ჩვენს მეხანძრეებს ვჭირდებით”, – აცხადებენ ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე დღესაც იმყოფებოდნენ.

 

ბორჯომის ტყეში, სოფელ დაბასთან, ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი, ძლიერი ქარის გამო,  დღის ბოლოს გაძლიერდა და ამ წუთებში ძლიერი ხანძარი ორივე ფერდობზეა.  ამ დროისთვის ვერტმფრენები, მათ შორის აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი,  სამაშველო ოპერაციაში ვერ მონაწილეობენ  იმის გამო, რომ ღამის ხედვის აღჭურვილობა არ გააჩნიათ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქართული მხარე დახმარებას თურქეთიდან ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები