LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ხანძრის გავრცელების საშიშროება კვლავ არის

29

ბორჯომში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხეობაში ხანძრის  გავრცელების საშიშროება ისევ რჩება და მეხანძრე-მაშველები მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

უწყების ინფორმაციით,  ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში 1500 ადამიანი მუშაობს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია  ქართული და ასევე მეზობელი ქვეყნების გამოგზავნილი, ჯამში, 6 ვერტმფრენი და 1 თურქული თვითმფრინავი.

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა, გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ. გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზებიც,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები