LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და რეანომობილია მობილიზებული

95

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და რეანომობილია მობილიზებული– ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, ბორჯომში, სტიქიის ზონაში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ჩავიდა. ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები. ამ დრომდე მედპერსონალის დახმარების საჭიროება არ დამდგარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები