LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bosch ავტომობილებისთვის სპეციალურ ჩიპებს დაამზადებს

115

კომპანია Bosch თვითმართვადი ავტომობილებისთვის სპეციალურ ჩიპებს დაამზადებს. ამ მიზნის მისაღწევად კი კომპანია მსხვილ ინვესტრიციას განახორციელებს და ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ქარხანას ააშენებს.

ქარხანა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში მოეწყობა და ის ასევე დაამზადებს ჩიპებს ჭკვიანი სახლებისა და ინტერნეტთან დაკავშირებული, ჭკვიანი ქალაქების ინფრასტრუქტურისთვის.

ქარხანა, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დასრულდება, 700 ადამიანს დაასაქმებს.

შეგახსენებთ, Bosch, რომელიც ძირითადად მანქანის ტრადიციულ ნაწილებს ამზადებს, ბოლო წლებში აქტიურად დებს ინვესტიციებს ახალ ტექნოლოგიებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები