LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდების მხარე ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს არ განიხილავს

93

„სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან, მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ამ ეტაპზე ბრალდების მხარე არ განიხილავს,“ – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ, განაცხადა.

გუმბერიძის თქმით, საპროცესოს გაფორმების საკითხს ბრალდება არ განიხილავს იმ პირობის გამო, რომ მენაშენეებს პრეტენზია ჯერ კიდევ აქვთ. პროკურორის თქმით, ამ საკითხზე პროკურატურასთან აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან პროკურატურასთან ჯერჯერობით აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც ისინი აცხადებენ, მოლაპარაკებები აქვთ ინვესტორებთან. გარკვეულწილად შედეგი აქვთ და ვფიქრობ, თვის ბოლოს ინვესტორთან შეთანხმება შედგება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს იმ პირობის გამო, რომ ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა და მენაშენეებს პრეტენზია აქვთ. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმეზე გავაგრძელებთ არსებით განხილვას, რაც მიმდინარეობდა ”მიონის” და ”მაგნოლიას” საქმესთან დაკავშირებით,” – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

პოპულალურები