LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდების მთავარმა მოწმემ ომბუდსმენთან პროკურატურის ზეწოლაზე ისაუბრა – გოგა ონიანი

98

ადვოკატ გოგა ონიანის განცხადებით, საქმეში წარდგენილ მოწმეებზე პროკურატურის მხრიდანზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, ბრალდების მოწმემ პროკურატურის ზეწოლაზე სახალხო დამცველთან ისაუბრა, ომბუდსმენმა კი, ჩვენება საქმის მოსამართლეს დახურულ სხდომაზე მისცა. ამის შესახებ ონიანმა მედიასთან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე ისაუბრა.

“ამ საქმეში ბრალდების მთავარი მოწმე მივიდა საქართველოს სახალხო დამცველთან და უთხრა, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება იყო ზეწოლით მიცემული და ზეწოლა განახორციელეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ისაუბრა დახურულ სხდომაზე, მოახსენა მოსამართლეს ის დეტალები, რაც მისთვის გახდა ცნობილი. ამის შემდეგ სანდოობაზე საუბარი პროკურატურის მოწმეების არის აბსურდი და თუკი არ იქნება სასწაული ზეწოლა, დარწმუნებული ვარ, ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიდეს, არის გამამართლებელი განაჩენი,“ – განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ადვოკატმა გოგა ონიანმა.

სასამართლომ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დღეს სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები