LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებულები მზად არიან დაასახელონ ის პირები, ვინც პატიმრების არაადამიანური მოპყრობის დავალება მისცათ – პროკურორი

57

პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრების მიმართ ჩადენილი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები მზად არიან, დანაშაულებრივი ბრძანების გამცემები დაასახელონ. ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრალდებულები მზად არიან გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და დაასახელონ ის პირები, ვინც პატიმრების დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის დავალება მისცათ. ეს ადამიანები არიან რიგითი თანამშრომლები და დავალებებს ალბათ პენიტენციური დაწესებულების თანამდებობოს პირებისგან იღებდნენ,“ – განაცხადა კაციტაძემ.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები