LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებული მესი იქით იჩივლებს

75

ლეო მესი აპირებს სასამართლოში უჩივლოს Suddeutsche Zeitung-ს ოფშორებზე პუბლიკაციის გამო.

”ბარსელონას” ფორვარდს სურს დაამტკიცოს, რომ გერმანული გამოცემის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მასალის თანახმად, 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მესის და მამამისს, ხორხეს გადასახადებისთვის თავის არიდებაზე ბრალი წაუყენეს (4.1 მლნ ევრო), მათ ოფშორული პანამური კომპანია Mega Star Enterprises შექმნეს ურუგვაელი იურისტების დახმარებით. ამით ისინი ფეხბურთელის შემოსავლებს მალავდნენ.

პანამის იუსტიციის მინისტრმა რაფაელ კატალიამ დაადასტურა, რომ საგადასახადო ორგანოები დაკავდებიან ამ საქმით და დასძინა, რომ უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებული კომპანიის თავად არსებობის ფაქტი დანაშაული არ არის.

”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კლუბი მზადაა წარადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რაც მესის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

სასამართლო პროცესი 31 მაისს დაიწყება. ეჭვი 2007-2009 წლების სამ ეპიზოდზეა. შეგახსენებთ, გასულ ოქტომბერში ესპანეთის სახელმწიფო პროკურორმა ფეხბურთელისა და მამამისისთვის 22 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ბარსელონას პროკურატურას კი მიაჩნია, რომ მხოლოდ ხორხე მესი უნდა დაისაჯოს, რომელიც განაგებს კიდეც ცნობილი და მდიდარი შვილის ფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები