LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზიანი მესი და სხვები: ბობოლებმა მუნდიალის ფორმები წარადგინეს (ფოტოები)

224

ბრაზიანმა მესიმ და რამდენიმე არგენტინელმა ბიჭმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საგარეო ფორმა წარადგინეს.
სწორედ ასეთი კომპლექტით ითამაშებს „ალბისელესტე“ ერთ-ერთ მატჩს მუნდიალზე.
კომპლექტი შავ ვარიანტშია გადაწყვეტილი ორი ცისფერი და ერთი თეთრი ხაზით (არგენტინის დროშის ფერები).
ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა შეხვდება ისლანდიას, ხორვატიას და ნიგერიას.

 

საგარეო ფორმა აჩვენა გერმანიის ნაკრებმაც.
„ადიდასის“ ფორმა შესრულებულია ფირუზისფერში მოხუტულობებით.
რაღაც მსგავსი ფორმით გერმანია თამაშობდა მათეუსის და კლინსმანის დროს.
ჯგუფურ ეტაპზე ბუნდესგუნდი შეხვდება მექსიკას, შვედეთს და სამხრეთ კორეას.

 

„ნაიკმა“ პორტუგალიის ნაკრების ფორმის პრეზენტაცია გამართა.
ძირითადი კომპლექტი კლასიკურ წითელ-მწვანე ვარიანტშია, სათადარიგო – თეთრია მწვანე წერტილებით.
ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია ეთამაშება ესპანეთს, მაროკოს და ირანს.

 

ასევე ინტერნეტში გამოჩნდა ბრაზილიის ნაკრების ფორმის გამოსახულება.
ბრაზილიელები ტრადიციულ ყვითელ-ლურჯი ფორმით ითამაშებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები