LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში ბრიტანელი ქალს ოჯახის თვალწინ ესროლეს

41

ბრიტანელ ქალს, რომელიც შეცდომით, ფაველაში (ბრაზილიის უღარიბესი უბნები, სადაც კრიმინალის დონე მაღალია) გადავიდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. აღნიშნულის შესახებ ბრაზილიის ხელისუფლებამ ბრიტანეთის საგარეო უწყებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

ბრაზილიური გაზეთის ცნობით,  Angra dos Rei-ში მოგზაურობისას, ოჯახს, რომელიც უღარიბეს უბანში შემთხვევით გადავიდა, შეიარაღებული ჯგუფი მიუახლოვდა. ქალს მუცელში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, მაგრამ ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

როგორც ბრაზილიის ხელისუფლებამ განმარტა, შეიარაღებულმა მამაკაცებმა ოჯახს ავტომანქანის დატოვება უბრძანეს, მაგრამ მათ მოთხოვნა ვერ გაიგეს. სწორედ ამის შემდეგ განხორციელდა სროლა.

შემთხვევის დროს ავტომანქანაში წყვილის სამი ბავშვიც იმყოფებოდა.

O Globo-ს ინფორმაციით, ოჯახი  Waterfront-ის რაიონში Angra dos Reis-ში აღმოაჩინეს – რიო დე ჟანეიროდან 145 კმ-ის მოშორებით. ბრაზილიური მედიის ცნობით, ქალის მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები