LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიელი მოდელი პლასტიკური ოპერაციის დროს გარდაიცვალა

152

არაერთი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ბრაზილიელი მოდელი რაქელ სანტოსი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა. მას ოპერაციის დროს გულის შეტევა დაემართა.

პლასტიკურმა ქირურგმა პაციენტს მიმიკური ნაოჭების მოსაშორებლად პრეპარატი Potenay გაუკეთა, ამის შემდეგ 28 წლის მოდელს ჰაერის უკმარისობა და ტაქიკარდია დაემართა, წერს გამოცემა Daily Mail. გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ გოგონა იღებდა აკრძალულ პრეპარატებს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. მოდელის მეგობარი ბიჭი ჟილბერტ აზევედო ამბობს, რომ სანტოსი Potenay-ს ინექციებს ხშირად იკეთებდა.

პლასტიკური ქირურგი, რომელიც ოპერაციას ატარებდა, ამბობს, რომ გოგონას გარდაცვალებაში ბრალი არ მიუძღვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები