LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიური ძროხის ხორცში სანიტარული დარღვევები აღმოჩნდა

95

ბრაზილიური ძროხის ხორცში, სანიტარული და ჰიგიენური კუთხით, დარღვევები აღმოჩნდა. ამის გამო, აშშ ბრაზილიური ძროხის ხორცის იმპორტს კრძალავს.

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დააანონსა, რომ ამიერიდან, იკრძალება სამხრეთ ამერიკიდან გაუყინავი, ახალი ძროხის ხორცის იმპორტი. აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, სანამ ბრაზილია შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგმას და დარღვევებს არ აღმოფხვრის.

“ჩვენი მთავარი მიზანი ამერიკელი მომხმარებლის დაცვაა”, – აცხადებენ ამერიკის სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტში.

როგორც CNN წერს, ბრაზილია აშშ-სთვის ძროხის ხორცის მეხუთე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანაა კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და მექსიკის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები