ბრძოლა თბილისის მერობისთვის – სამი ოპოზიციური კანდიდატის დაპირებების რეზიუმე

პოპულარული

ბრძოლა თბილისის მერობისთვის – სამი ოპოზიციური კანდიდატის დაპირებების რეზიუმე

არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და პოლიტიკური ძალებიც გააქტიურდნენ.  განსაკუთრებულ ინტერესს კი თბილისის მერობისთვის კანდიდატების დაპირისპირება იწვევს, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც დედაქალაქთან  დაკავშირებით არსებობს.

თბილისის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. სახელისუფლებო კანდიდატის დაპირებებზე  უკვე გვქონდა საუბარი. ამჯერად კი მთავარი ოპოზიციური კანდიდატების დაპირებებს თემატურად გაგაცნობთ.  NDI-ის მიერ ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი დანარჩენებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – ზაალ უდუმაშვილს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს – ელენე ხოშტარიას და თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს – ალეკო ელისაშვილს ჰქონდათ.

სამივე კანდიდატი თანხმდება, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემებიდან სოციალური მიმართულება, ეკოლოგიური მდგომარეობა, სატრანსპორტო სისტემა და უნებართვო მშენებლობები თბილისის უმწვავეს პრობლემებად სახელდება. შესაბამისად, მერობის ოპოზიციური კანდიდატები აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად საკუთარ ხედვებს და გეგმებს გვთავაზობენ.

 

სოციალური მიმართულება

 „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, სოციალურ პრობლემებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად აფასებს, ვინაიდან, მისივე თქმით, ეს საკითხი ყველაზე მწვავედ თავად თბილისელების მიერ სახელდება. უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა მერიამაც უნდა მიიღოს. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ მოსახლეობას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს.

„ყველა სოციალურად დაუცველი პირი, რომლის სტატუსიც 200 ათას ქულამდეა განსაზღვრული, თბილისის მერიისგან მიიღებს 50-ლარიან დახმარებას. ასევე, ყველა ოჯახი, რომელსაც წელიწადში 40 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ახალშობილზე მიიღებს ათასლარიან დახმარებას. უფასო სასადილოების დაფინანსება, რომლებიც დღეს თბილისში მრავლად არის და სადაც, დაახლოებით, 40 ათასი ბენეფიციარია რეგისტრირებული, დაახლოებით, სამჯერ გაიზრდება, რათა ყველას ჰქონდეს ნორმალურად კვების საშუალება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, ელენე ხოშტარია, სოციალური მიმართულებით თბილისისთვის სამ ძირითად პრობლემას ასახელებს: გაჭირვებას, უმუშევრობას და მოუხერხებელ საცხოვრებელ გარემოს. ხოშტარიას თქმით, შესაძლოა ეს პრობლემები ერთ თვეში ვერ გადაიჭრას, თუმცა, მისივე შეფასებით, ბევრად სერიოზული პროგრესის მიღწევა შეიძლება.

ელენე ხოშტარია პენსიონერებს პენსიის 50 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველებს – 70 ლარით გაზრდას ჰპირდება. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ხოშტარიას მერობის შემთხვევაში, დაგეგმილი აქვს სატვირთო რკინიგზის გადატანა, რასაც, მისივე თქმით, დაახლოებით 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვება.  ხოშტარია დედაქალაქში საფეხმავლო სივრცეების გაჩენასაც აანონსებს.

„ქალაქში საფეხმავლო სივრცეების გაჩენა იწვევს სამუშაო ადგილების გაჩენას მცირე ბიზნესის მიმართულებით – კაფეების, სავაჭრო ცენტრების, მათ შორის მოწესრიგებულ გარევაჭრობას და ა.შ. ეს კი უკვე ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, რაც  მთლიანობაში ეკონომიკის განვითარებაზეც აისახება. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდით, ამ პროექტებით, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, დაახლოებით 30-35 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რასაც პირველადი ეფექტიც ექნება და ქალაქის ეკონომიკისთვის გრძელვადიან შედეგსაც მოიტანს,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, საკუთარ საარჩევნო პროგრამაში სოციალურად დაუცველებს ან მათ, ვინც მომდევნო 4 წლის განმავლობაში დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში, 100-ლარიან სოციალურ დახმარებას ჰპირდება. ამასთანავე, ელისაშვილი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ 60-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი ჯანმრთელობისთვის.

„მე ვაძლევ გარანტიას ყველას, ვინც არის სოციალურად დაუცველი, 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად ექნებათ სოციალური დახმარება. ეს დახმარება არ იქნება დამოკიდებული იმაზე, პირი სამსახურს იშოვის თუ არა. თუ ცენტრალური ბიუჯეტი ამოაგდებს სოციალურად დაუცველების დაფინანსებას, მაშინ ისინი თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან. დღეს არსებულ თანხებს დაემატება წელიწადში 10 მილიონი და სოციალურად დაუცველებისთვის 100-ლარიანი დახმარება იქნება გარანტირებული,“ – ამბობს ელისაშვილი.

რაც შეეხება პენსიონერებს, ალეკო ელისაშვილის პროგრამის მიხედვით, თბილისში პენსიონერებს პენსია 20 ლარით გაეზრდებათ, რადგან, როგორც თავად ამბობს, დედაქალაქში პენსიონერებს განსაკუთრებით ბევრი ხარჯი და მძიმე სოციალური პირობებში უწევთ ცხოვრება.

„გარდა ამისა, თბილისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც ბაღის ასაკის შვილი ან შვილები ჰყავთ, თითო ბავშვზე წელიწადში გაიცემა 3500-ლარიანი ვაუჩერი (ასეთი 7000 ბავშვია).   ასეთ ოჯახებს შეეძლებათ, შვილები კერძო ბაღებში შეიყვანონ, არასოციალურად დაუცველ ოჯახებს (ასეთი 63 000 ბავშვია) კი გადაეცემათ  2100-ლარიანი ვაუჩერი,“ – ამბობს ელისაშვილი.

 

ეკოლოგია

ზაალ უდუმაშვილი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ასახელებს. უდუმაშვილის თქმით, ამ პრობლემის გადაჭრას რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად სჭირდება „ფრონტის ხაზის“ გახსნა იმიტომ, რომ, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ გამწვანებით ეკოლოგიური პრობლემები ვერ გადაიჭრება. 

„ქალაქს სჭირდება რეკრეაციული ზონები. გარდა იმისა, რომ არსებული სკვერები და პარკები უნდა განვაახლოთ, უნდა შეიქმნას სარეკრეაციო ზონები. მაგალითად, მე მაქვს ცენტრალური პარკის პროექტი, რომელიც იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, რითაც, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში თბილისს ექნება ევროპული დონის დასასვენებელი პარკი. ასეთი დიდი პარკი უნდა გაკეთდეს, ასევე, ზოოპარკის ტერიტორიაზე და ორთაჭალაში,“ – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მეორე და მესამე მთავარ მიმართულებებად ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას ასახელებს, რაც, მისი შეფასებით, ქალაქში საცობებით არის განპირობებული.

ელენე ხოშტარია ეკოლოგიურ პრობლემებს რამდენიმე მიზეზით ხსნის. ხოშტარიას თქმით, ერთია მანქანების გადატვირთული მოძრაობა, მეორე – მშენებლობები და მესამე – სატვირთო რკინიგზა. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი სამივე საკითხს ჰაერისა და გარემოს დაბინძურების მთავარ წყაროდ ასახელებს. მისივე თქმით, რა რეკრეაციული სივრცეებიც დედაქალაქს ამჟამად აქვს, მოსახლეობა ვერ იყენებს.

„მაგალითად, ხუდადოვის ტყე, რომელიც არის ქალაქის ფილტვი; თბილისის ზღვის გარშემო არსებული ტყე არის ძალიან კარგი რესურსი, მაგრამ ამას მოვლა და მისადგომი ტრანსპორტი სჭირდება. ამასთან, ქალაქში არათანაბრად არის სიმწვანე გადანაწილებული, არის მეტად მწვანე უბნები და არის ბევრად ნაკლები. ეს უნდა იყოს გააზრებული, სად გვაკლია სიმწვანე ყველაზე მეტად და იქ უნდა შევქმნათ და მოვუაროთ,“ – აღნიშნავს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია ეკოლოგიურ პრობლემებს კომპლექსურს უწოდებს, ამიტომ ამ საკითხის მოგვარებასაც კომპლექსურად აპირებს.

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მერობის შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებულ ენერგიას თბილისში მწვანე სივრცეების შენარჩუნება-გამრავლებას მოახმარს. ალეკო ელისაშვილის თქმით, დათვლილ-დაანგარიშებული აქვს, რომ 4 წლის ვადაში თბილისში მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გასამმაგდება. ელისაშვილი თბილისში გავრცელებული მძიმე დაავადებათა ეპიდემიების გამო წუხს და ამ ყველაფერს არაჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოს უკავშირებს.

„ქალაქში ერთი აღებული პრობლემა არ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჰაერს ვერ აიღებ და ვერ გაწმენდ. ბევრი პრობლემა თითოეულის დარღვევით იქმნება. ჰაერს აბინძურებს როგორც გამონაბოლქვი, ასევე მტვერი. ეს მტვერი იმიტომ წარმოიქმნება, რომ სამშენებლო სტანდარტებს არავინ იცავს. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ ქუჩები არ ირწყვება, მარტო რუსთაველი და ჭავჭავაძის მორწყვა არაა საქმე! მოკლედ, ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, ცალ-ცალკე ყველაფერი უნდა მოგვარდეს: ტრანსპორტი, სამშენებლო რეგულაციები, ხეების და სიმწვანის რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ა.შ.,“ – ამბობს ელისაშვილი.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ერთ-ერთი გეგმა ელექტროდეპოს ტერიტორიიდან ჯართის გატანა და აღნიშნული სივრცის სრული გამწვანებაა. მისი მერობის შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, დედაქალაქში მოეწყობა არაერთი პარკი, გაშენდება სკვერები და შეიქმნება ფეხით სასიარულო სივრცეები.

 

ტრანსპორტი

ზაალ უდუმაშვილი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას აუცილებლობად მიიჩნევს. მისი თქმით, დედაქალაქს დაახლოებით ათასამდე ავტობუსი უნდა ემსახურებოდეს, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ნორმალურად იფუნქციონიროს. 

უდუმაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისას მთავარი მიზანი არის ის, რომ ავტომფლობელს მიეცეს საშუალება, გადაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს კი, მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დედაქალაქში ბევრი კომფორტული ავტობუსი ივლის.

„თბილისში ერთიანი სატრანსპორტო გეგმა უნდა შემუშავდეს. დღეს ქაოტური სიტუაცია გვაქვს: დღევანდელი პრაქტიკა ისეთია, რომ აიღებენ ერთ კონკრეტულ მოედანს, მოიწვევს სპეციალისტებს და ადგენენ სატრანსპორტო გეგმას. ერთი მოედანი და ქუჩა ვერ ჭრის ქალაქის პრობლემას. ქალაქის სატრანსპორტო გეგმა ერთიანად უნდა შედგეს, რომელიც დედაქალაქში მოძრაობის წესებს დაარეგულირებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის განტვირთვას,“ –  დასძინა უდუმაშვილმა.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საჭიროა კომპლექსური სატრანსპორტო რეფორმის გატარება, რაც, ხოშტარიას თქმით, გულისხმობს როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზების დაგეგმარებას, ასევე, მთლიანად სატრანსპორტო სისტემის დაგეგმარებას ისე, რომ ქალაქში მანქანას გაუჩნდეს ალტერნატივა.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ტრანსპორტის საკითხის გადაჭრის ერთ-ერთ გზად დედაქალაქში ელექტროავტობუსების შემოყვანას ხედავს.

„ჩვენი პრიორიტეტია ელექტროავტობუსების შემოყვანა, თუმცა  შუალედურად უნდა მოხდეს დღევანდელი ავტოპარკის განახლება. მეორე არის ტრამვაის პროექტი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. აქ შედის საბაგიროს გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით და საფეხმავლო სივრცეების შექმნა, რაც, მთლიანობაში, ამ პრობლემას მოაგვარებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განიხილება მიწისქვეშა პარკინგიც, რომელიც მიბმული იქნება საათობრივ სისტემასთან. ყველა ეს კომპონენტი თუ განხორციელდა, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ტიპის ქალაქს მივიღებთ, სადაც გადაადგილება მოხერხებული იქნება,“ – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისში მანქანა პრიორიტეტულია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მერობის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რომ „ეს ურბანული ფილოსოფია თუ პარადიგმა“ დაინგრეს და ქალაქში მთავარი ადამიანის გადაადგილების საკითხი გახდეს, ამისთვის კი, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა სახეობები უნდა შემოვიდეს და ამგვარად უნდა მოხდეს ამ ძველი, საშინელი ტრანსპორტის ჩანაცვლება. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა, თანამდროვე ტრანსპორტის შემოყვანა და თანამედროვე, ეფექტიანი ქსელის შექმნა. რაც მთავარია, უნდა განვითარდეს მეტრო. 26 მილიონია საჭირო, შემადგენლობები რომ დავამატოთ და ამით მგზავრთა ნაკადის 70%-ით გაზრდას შევძლებთ,“ – აღნიშნავს ელისაშვილი.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ავტომატურად  მანქანების შემცირებას გამოიწვევს, მანქანების რაოდენობის შემცირება, თავის მხრივ, საცობებს შეამცირებს, პარკინგის პრობლემას მეტ-ნაკლებად მოხსნის და ჰაერს გააჯანსაღებს.

ელისაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მეტროს, ავტობუსის და მიკროავტობუსების ხაზები ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ერთმანეთი შეავსოს. ალეკო ელისაშვილის სამომავლო გეგმაში მეტრო მთავარი სატრანსპორტო ხერხემალი გახდება და სწორედ მასზე მოხდება ავტობუსების და მიკროავტობუსების  ხაზების დაშენება.

„ამასთან, მიკროავტობუსები თანდათან უნდა შემცირდეს და პერიფერიებზე უნდა გადავიდეს. განსაკუთრებით უნდა მოხდეს იმ ადგილების გადავსება, რომლებიც მეტროსადგურებს მოწყვეტილი არიან,“ – დასძინა ელისაშვილმა.

 

მშენებლობები

დედაქალაქში უნებართვო და უკანონო მშენებლობების საკითხს ზაალ უდუმაშვილი „მტკივნეულ თემას“ უწოდებს, რომელიც წლებია, დედაქალაქის პრობლემათა ნუსხაშია. მან თბილისის უბნებს „ბეტონის ჯუნგლები“ უწოდა, მისივე შეფასებით, სრულიად ქაოტურად განვითარებული დედაქალაქის გამო. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად უდუმაშვილი სამშენებლო ნორმების გამკაცრებას მოიაზრებს და დასძენს, რომ თბილისში შენობების ირგვლივ გარკვეული ტერიტორიები სარეკრეაციო ზონებად უნდა დარჩეს. 

„ეს ავტომატურად მისცემს მოსახლეობას იმის საშუალებას, რომ ელემენტარულად გარეთ გამოსასვლელი ადგილი ჰქონდეთ და მერე შენობებს შორის მანძილებს გაზრდის. ანუ აღარ გვექნება კორპუსები, რომლებიც ერთმანეთზე არის მიმდგარი და სხვადასხვა კორპუსის მცხოვრებლები ერთმანეთს საოჯახო ნივთებს ფანჯრებიდან აწვდიან,“ – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

უდუმაშვილის თქმით, ქალაქის განვითარების გეგმა უნდა შეიცვალოს, რათა თბილისი მოსახლეობისთვის სრულად იყოს ადაპტირებული.

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ყურადღებას დედაქალაქში არსებულ ავარიულ სახლებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ასეთი სახლების რეაბილიტაციისთვის  წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი იხარჯება  და, ხოშტარიას თქმით, პრობლემა არ გვარდება, იმიტომ, რომ ხდება არა რეაბილიტაცია, არამედ ე.წ. გამაგრება, რასაც კანდიდატი პრობლემის არა მოგვარებად, არამედ გადადებად აფასებს.

რაც შეეხება მშენებლობის პრობლემებს, ელენე ხოშტარიას თქმით, ურბანული, ანუ მშენებლობების საკითხი უნდა გადაიჭრას ურბანული ამოცანებიდან გამომდინარე.

„ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ეკოლოგიის, გადაადგილების ინტერესი და არ შეიძლება, რომ სადაც ეტევა სახლი, ყველგან ჩადგა იმიტომ, რომ სახლს შემდეგ სჭირდება მანქანის დასაყენებელი ადგილი, გადასაადგილებელი ადგილი, კომუნიკაციებისთვის საჭირო სივრცე, ტრანსპორტმა უნდა გაიაროს და ა.შ. მეორე მხრივ კი, არ შეიძლება დეველოპმენტის დემონიზირება იმიტომ, რომ დეველოპმენტი გვჭირდება, რადგან სახლები გვჭირდება,“ – ამბობს ხოშტარია.

ალეკო ელისაშვილი აღნიშნულ პრობლემაზე შედარებით მკაცრ პოლიტიკას გვთავაზობს. მისი თქმით, 6.5 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაცემულ მშენებლობის ნებართვას რევიზიას გაუკეთებს. ელისაშვილი ნებართვებს, რომლებიც სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, გაუქმებას უპირებს და, როგორც თავად აღნიშნავს, „სულ არ აინტერესებს, თავის დროზე რა ფორმით და რა გზით იქნა მიღებული“.

„მშენებლობები გაჩაღებულია მარჯვენა სანაპიროზე, ცენტრალურ ადგილებში, სადაც ადგილი არ არის და წიხლით ტენიან, მაშინ, როდესაც მარცხენა სანაპიროზე არის არეალები, სადაც არის ძალიან მძიმე ავარიული საცხოვრებელი ფონდი. „ხრუშჩოვკების“ პრობლემა არის სამგორში, სადაც ინგრევა და რეალურად „ხრუშჩოვკის“ პრობლემა არის იქ, სადაც ავარიული სახლებია. ამიტომაც, დეველოპერული ძალისხმევა სწორედ ასეთ ადგილებში უნდა გადავიდეს. ამით ქალაქი ავარიული შენობების პრობლემაც გვარდება, დეველოპერების ინტერესებიც დაკმაყოფილებულია და ხალხიც დასაქმებულია,“ – ამბობს ელისაშვილი.

 

 

თათია  კაკიაშვილი 

ახალი ამბები /

|

18 ოქტომბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => zaal-udumashvili
                                    [1] => aleko-elisashvili
                                    [2] => elene-khoshtaria
                                    [3] => fortunas-temebi
                                    [4] => archevnebi
                                    [5] => archevnebi-2017
                                    [6] => dapirebebi
                                    [7] => opoziciis-kandidatebi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 176927
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => zaal-udumashvili
                                    [1] => aleko-elisashvili
                                    [2] => elene-khoshtaria
                                    [3] => fortunas-temebi
                                    [4] => archevnebi
                                    [5] => archevnebi-2017
                                    [6] => dapirebebi
                                    [7] => opoziciis-kandidatebi
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 176927
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 1110
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => zaal-udumashvili
                                    [1] => aleko-elisashvili
                                    [2] => elene-khoshtaria
                                    [3] => fortunas-temebi
                                    [4] => archevnebi
                                    [5] => archevnebi-2017
                                    [6] => dapirebebi
                                    [7] => opoziciis-kandidatebi
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => zaal-udumashvili
                                    [1] => aleko-elisashvili
                                    [2] => elene-khoshtaria
                                    [3] => fortunas-temebi
                                    [4] => archevnebi
                                    [5] => archevnebi-2017
                                    [6] => dapirebebi
                                    [7] => opoziciis-kandidatebi
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (176927) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (19250,1110,3967,2710,20412,20173,20188,228,16375)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 305067
                    [post_author] => 21
                    [post_date] => 2018-11-14 12:01:11
                    [post_date_gmt] => 2018-11-14 08:01:11
                    [post_content] => სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებლით 9 თვეში ბიუჯეტში 860 ათას ლარზე მეტი შევიდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი 775 596 ლარით შეივსო, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში კი, 84 800 ლარზე მეტი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს თანხა დაახლოებით 10 000 ლარითაა გაზრდილი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი 2000 ლარს შეადგენს. პირს სავალდებულო სამსახურის გადავადება ორჯერ შეუძლია.

ახალწვეულებს რამდენიმე სახელმწიფო უწყება იწვევს, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, შსს, იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური დაცვის სამსახური, დაზვერვის სამსახური და ა.შ. შესაბამისად, ჯარში მსახურება ახალწვეულებისთვის საინტერესო უნდა იყოს, თუმცა რეალობა სხვაა.

ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ სამხედრო სამსახურში მსახურება არ უნდათ და რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი ასეთი, ახალგაზრდების თქმით, ტყუილად გაფლანგული დროა, რომელი ურცევნიათ სწავლისთვის, მუშაობისა და პირადი ცხოვრებისთვის გამოიყენონ. ხშირია შემთხვევები, როცა ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლების პროცესს იხანგრძლივებენ, თუმცა ბუნებრივია, ესეც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„სამსახური მაქვს, თან მაგისტრატურაზე ვსწავლობ, წელს ვამთავრებ. ჯარში წასვლა იმიტომ არ მინდა, რომ ამ ყველაფერს უნდა ჩამოვშორდე, ჩემთვის იქ ყოფნა უინტერესოა. ვიცი, რომ ინტენსიური ვარჯიში და მზადება არ მიდის, მე კი თუნდაც ჩემი ხელფასი არ მიღირს ჯარში მსახურებად, „ვიშკაზე“ სადგომად,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ თ.რ., რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა.

თ.რ.-ს მსგავსად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არიდებს თავს. ამის გამომწვევ მიზეზებზე სფეროს ექსპერტები საკმაოდ ბევრს მსჯელობენ.

 

რატომ არიდებენ ახალგაზრდები თავს სამხედრო სამსახურს?!

  სავალდებულო სამხედრო სამსახურის ის ფორმა, რაც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელია. ჯარში წასვლის მთავარი მოტივაცია, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ბრძოლისუნარიანობის გაზრდაა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზაფხულზე დაახლოებით 3000-მდე ახალგაზრდას იწვევენ, მათგან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ხვდება 600-700, ხოლო დანარჩენი შსს-ს დაცვის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე ნაწილდება, სადაც, წვრთნის ნაცვლად, დაცვის ფუნქციას ასრულებენ მინიმალური გასამრჯელოს სანაცვლოდ - თვეში 50 ლარად. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ხოლო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემთხვევაშიც კი, 27 წლამდე სწავლა არ გრძელდება, ჯარისთვის თავის არიდების საშუალებად იქცა ე.წ. უფასო პროფესიები. სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება 17 მიმართულება. ხელახლა ჩაბარების შემდეგ, ე.წ. სტუდენტები სავალდებულო სამსახურის ზედა ზღვარს აბიჯებენ და შემდეგ მე-2-მე-3 კურსიდან, როგორც წესი, უნივერსიტეტებს ტოვებენ. ახალი ხრიკი მოიფიქრა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი” და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის ასარიდებლად რელიგიური ორგანიზაცია - „ბიბლიური თავისუფლება” ჩამოაყალიბა. იქ „სასულიერო პირებს” აკურთხებენ და შესაბამის ცნობასაც გასცემენ. სამოქალაქო-სამხედრო სამსახურის ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელი, ირაკლი ლექვინაძე ერთ-ერთია, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხარვეზებზე საუბრობს. ლექვინაძის თქმით, გადავადების საფასურის გადამხდელები მიუთითებენ სახელმწიფოს, რომ სისტემაში არის ფუნდამენტური ხარვეზი და საჭიროა სხვა კონცეპციის შემუშავება. ახალწვეულები ვერ იღებენ შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც ქვეყნის დაცვისთვის არის საჭირო და მათგან ერთადერთი სარგებელი ისაა, რომ ეს ადამიანები შედარებით იაფად ემსახურებიან სხვადასხვა სტრუქტურას. „რეალურად, იმას ვიღებთ, რომ არც საბრძოლო უნარ-ჩვევების შეძენის თვალსაზრისით, არც მომზადებული რეზერვის დაგროვების თვალსაზრისით, არც საბრძოლო სულისკვეთების და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით, ეს ეფექტს არ იძლევა. ერთადერთი, რაც დღეს არის, ამის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ის, რომ სახელმწიფოს უხელფასო პერსონალი ჰყავს,“ - ამბობს ირაკლი ლექვინაძე. საბჭოთა გადმონაშთს უწოდებს თანამედროვე სამხედრო სამსახურს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე. ეს კი, ექსპერტის შეფასებით, ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რის გამოც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებენ. „ჩვენთან ჯარის საკითხი საბჭოთა გადმონაშთია, როცა აუცილებელი იყო ჯარში წასვლა. როცა ახალგაზრდები ჯარში მიჰყავთ, ისინი ძირითადად, საყარაულოდ მიდიან. ანუ ჩვენ საკუთარ ახალგაზრდებს წელიწადის განმავლობაში ვწყვეტთ პირად გეგმებს, რომ ყარაულში დავაყენოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღემდე ვერ შევქმენით ისეთი სისტემა, სადაც ახალგაზრდები ბოლომდე დაცულად იქნებიან და ინტერესი ექნებათ ამ ვალდებულების შესრულების. სტუდენტები მაგისტრატურაზე აბარებენ ორ-ორჯერ იმისთვის, რომ ჯარში არ წავიდნენ,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ხარშილაძე. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ის იქნება, თუ ახალწვეულებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს. „სხვა უწყებებში, სადაც ახალგაზრდებს იწვევენ, მათი მომზადება, როგორც ჯარისკაცის, ფაქტობრივად არ ხდება. მათ ძირითადად, მხოლოდ დაცვის სამსახურის შესრულება უწევთ - ან კართან, ან საგუშაგოზე დგომა. სხვადასხვა სამინისტროს არც აქვს ყაზარმა და დასვენების დღეებში ახალწვეულები სახლში მოდიან. ისინი როგორც მორიგეები, სამ დღეში ერთხელ მსახურობენ. ის, რაც ქვეყანას უნდა, რომ რიგითი ჯარისკაცი რეზერვისტად გამოდგეს, ანუ უკვე მომზადებული იყოს, ამ ახალგაზრდებისგან ნაკლებად უნდა ველოდეთ. ამიტომ, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ახალწვეულთა გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა იყოს,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ალადაშვილი.  

სიახლეები ახალწვეულებისთვის

  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალწვეულების ის ნაწილი, რომელიც კონკრეტულად ამ სტრუქტურას ეკუთვნის, გადამზადების ახალ მოდელს გაივლის. ეს კი გულისხმობს შაბათ-კვირას დასვენებას და ხელფასის 65 ლარამდე გაზრდას. გარდა ამისა, ახალწვეულები 3 თვიან იდენტურ წვრთნებს გაივლიან, რასაც კონტრაქტზე მომუშავე ჯარისკაცები გადიან. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე აცხადებს, რომ სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს, თუმცა ძირეული ცვლილებები მასში არ იგეგმება. კობალაძის განმარტებით, სამხედრო სამსახური მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს და თუნდაც მორიგეობა ან საკვების მომზადება არ აკნინებს სამხედრო მოსამსახურეს და არც იაფ მუშახელთან გვაქვს საქმე. „ის, რომ საგუშაგოზე ადამიანი დგას გარკვეული პერიოდი, მორიგეობა აქვს და ამ მორიგეობის რაღაც პერიოდი აქვს დასვენების, დარჩენილი კი - აქტიური მოქმედებების, არანაირად არ აკნინებს არც მის პასუხისმგებლობას, არც ავტორიტეტს და არც შემართებას, რადგან შეიძლება ბევრ შემთხვევაში მოყარაულე გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იყოს, ვიდრე რაღაც ეპიზოდში ტანკში მჯდომი ადამიანი,“ - აცხადებს კობა კობალაძე. გარდა ამისა, კობა კობალაძის თქმით, გარკვეული მაქინაციებით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს ყველა მოქალაქის მოვალეობაა. „საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ინიციატივაა დასაყენებელი, რადგან ჩვენ ალბათ ვუყურებთ იმას, რომ ბევრი ცდილობს, მაქინაციებით აიცილოს ქვეყნისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნა, რომელიც არ უნდა იყოს წახალისებული არც სახელმწიფოს და არც თითოეული ჩვენგანის მხრიდან,“ - განაცხადა კობალაძემ. კობალაძეს ოპონირებას უწევს ნოდარ ხარშილაძე და "ფორტუნასთან" ამბობს, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა დღემდე ვერ მიიღო გადაწყვეტილება, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალგაზრდებისთვის. „მოიკითხეთ, დაიწყეთ კომიტეტის თავმჯდომარიდან, თავად რომელია ჯარში ნამყოფი?! მერე კითხეთ, რატომ არ არიან ჯარში ნამყოფები? სხვებს რომ მაქინაციებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, სურათიც შეგვექმნება ძალიან ნათელი, რომ ეს ხალხი კაბინეტის ლომები არიან, ლაპარაკი ბევრი იციან, მაგრამ რეალობაში რა ხდება, წარმოდგენა არ აქვთ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება ჰქონდა თინა ხიდაშელს, როდესაც ერთი პერიოდი გააუქმა თავდაცვაში გაწვევა, ამათ კი - აღადგინეს. ჩემი აზრით, ამ ფორმით სავალდებულო გაწვევა გასაუქმებელია,“ - განუცხადა „ფორტუნას“ ნოდარ ხარშილაძემ. არსებული სისტემა რომ გასაუმჯობესებელია, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა, რამდენად რეალურია ამ კუთხით ძირეული ცვლილებების განხორციელება ახლო მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.

თათია კაკიაშვილი

[post_title] => 2000 ლარი "ვიშკაზე" დგომის სანაცვლოდ - პრობლემები სამხედრო სავალდებულო სამსახურში [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 2000-lari-vishkaze-dgomis-sanacvlod-problemebi-samkhedro-savaldebulo-samsakhurshi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-14 12:01:11 [post_modified_gmt] => 2018-11-14 08:01:11 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=305067 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 305579 [post_author] => 22 [post_date] => 2018-11-13 16:31:00 [post_date_gmt] => 2018-11-13 12:31:00 [post_content] => ალეკო ელისაშვილი ძალიან საინტერესო, შემართებული საზოგადო მოღვაწეა საქართველოში და მასთან თანამშრომლობა ნამდვილად იქნებოდა კარგი, - ამის შესახებ "ფორტუნასთან" გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა, ჯერ-ჯერობით რაიმე დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს. "მე მასთან კომუნიკაცია მაქვს და მოხარული ვარ, რომ კომუნიკაცია მაქვს, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით ჯერ-ჯერობით, რაიმე კონკრეტულზე საუბარი არ მიდის," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა 2020 წელს გია ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილთან ერთად, ერთ გუნდში ვიხილოთ, ხუხაშვილი ამბობს, რომ მისი პირადი გეგმები საინტერესო არ არის. "მე არ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. პროცესს ყველანაირად ხელს შევუწყობ და მივეხმარები, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, ეს საინტერესო საერთოდ არ არის," - აცხადებს გია ხუხაშვილი. ინფორმაციას გია ხუხაშვილთან კომუნიკაციაზე ადასტურებს ალეკო ელისაშვილიც. როგორც ელისაშვილი ამბობს, ორ პოლუსიანი პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გაცვალეს აზრები მან და გია ხუხაშვილმა. "დროდადრო ვხვდებით ხოლმე, მისი აზრები საინტერესოა და სიტუაციას მიმოვიხილავთ ხოლმე. ამ ეტაპის ჩემი ამოცანა არის, რომ მეორე ტურის შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია მექნება, წარმოვადგენ ჩემს თანამოაზრეებს, ვინც ამ ეტაპზე არიან ჩემ გარშემო შემოკრებილი. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგში პოლიტიკურად გავაქტიურდე გუნდთან ერთად, ამაზე ვსაუბრობდით, (გია ხუხაშვილთან) რა პრობლემებია, რა შესაძლებლობები, რა არის გასაკეთებელი, რომ ჩემ გუნდთან ერთად მოვერიო, ვინ შეიძლება კიდე იყოს თანამოაზრე, ამაზე ვსაუბრობდით. ამ ეტაპზე უბრალოდ აზრები გავცვალეთ. ის, რომ მე და გია ხუხაშვილი პოლიტიკურ პარტიას ვაკეთებთ, ასე არა, უბრალოდ მიმოხილვა გვქონდა. ყველა გრძნობს, რომ ეს ორ პოლუსიანობა უნდა დამთავრდეს, მათი დაპირისპირებით არის ქვეყანა გახლეჩილი, ამის აუცილებლობას ყველა გრძნობს, მეც მიფიქრია ამაზე რა თქმა უნდა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას, მაგრამ მესამე ძალობას და მაჩანჩალობას მართლა არ ვაპირებ. ვაპირებ, რომ ეს იყოს ყველაზე მთავარი, ანგარიშგასაწევი, ღირებულებებზე, გრძელვადიან გეგმებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, თუ ასეთად გარდაიქმნა შემდეგში სამოქალაქო მოძრაობა. თუმცა, პირველი ეტაპის ამოცანა არის ძალიან ღონიერი სამოქალაქო მოძრაობის დაწყება," - აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი. [post_title] => "მესამე ძალობას და მაჩანჩალობას არ ვაპირებ" - იქნებიან თუ არა ერთ გუნდში ხუხაშვილი და ელისაშვილი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => aleko-elisashviltan-tanamshromloba-kargi-iqneboda-gia-khukhashvili [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-13 17:00:32 [post_modified_gmt] => 2018-11-13 13:00:32 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=305579 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 304518 [post_author] => 21 [post_date] => 2018-11-13 10:43:16 [post_date_gmt] => 2018-11-13 06:43:16 [post_content] => აფხაზეთში „ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა“ ამოქმედდა. სკოლამ სოხუმში ფუნქციონირება უკვე რამდენიმე დღეა, დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ლიდერთა სკოლა რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მოამზადებს სპეციალისტებს პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის, საკომუნიკაციო და ფილოსოფია-პოლიტოლოგიის სფეროებში. საქართველოს სხვა რეგიონებში მსგავსი ტიპის სკოლის დაარსება ჩვეულებრივი ფაქტი იქნებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი, ეს ქმედება სხვა დატვირთვას იძენს. საგულისხმოა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ერთ-ერთ შეკრებაზე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიბმას გადადგომისკენ მოუწოდეს. შეკრებაში მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს „აფხაზეთის ახალგაზრდობის ფორუმი“. არც ეს ფაქტორი იქნებოდა დიდად საყურადღებო, რომ არა ინალ არძინბა. არძინბა პუტინის ადმინისტრაციაში დაწინაურებული ახალგაზრდაა, რომელსაც ხაჯიმბას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ. ის რუსეთის ინტერესების უპირობო გამტარებლადაც სახელდება და ხშირად საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს გააქტიურებისკენაც მოუწოდებს. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ არძინბა უკრაინის ხელისუფლებისთვის მიუღებელი ფიგურაა. ინალ არძინბას უკრაინა ოდესის ოლქში „ბესარაბიის პროექტის“ განხორციელების მცდელობის ბრალდებას უყენებს. კრემლს მისი მონაწილეობით ჩაფიქრებული ჰქონდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუშაობა და ისტორიული ბესარაბიის გუბერნიის ადგილზე ახალი ფორმირების შექმნის მცდელობა. „ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა“ პირდაპირ არძინბას სახელს არ უკავშირდება, მაგრამ ინალ არძინბა უკვე კარგა ხანია, აკონტროლებს აფხაზეთის ახალგაზრდობას.  

ვინ არის ინალ არძინბა?

  ინალ არძინბას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ ე.წ. პრეზიდენტთან, ვლადისლავ არძინბასთან პირდაპირი ნათესაური კავშირი არ აქვს, თუმცა ის არძინბების კლანის წარმომადგენელია. ეს „ფორტუნას“ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ უთხრა. აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი, ვლადისლავი ეშერელი იყო, არძინბას გვარის ძირითადი წარმომადგენლები კი ცხოვრობენ გუდაუთაში, სადაც ყველაზე ძლიერი კლანი აქვთ. ინალიც სწორედ ამ კლანის  წარმომადგენელია. ინალ არძინბა პუტინის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში (2000-2008 წლები) კრემლის გავლენიანი პოლიტიკური კლანის არაფორმალური ლიდერის, ვლადისლავ სურკოვის თანამშრომელი და მისივე აღმოჩენილია. სწორედ ამ მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული ის, რომ კრემლში ბევრი ხედავს არძინბას აფხაზეთის მომავალ ე.წ. პრეზიდენტად, თუმცა მას ჯერჯერობით ამ მიზნის მისაღწევად, აფხაზეთის კონსტიტუციის მიხედვით, ასაკი ხელს არ უწყობს. მამუკა არეშიძე პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთში „ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის“ შექმნის იდეა ინალ არძინბას ინიციატივაა. „სკოლა რასაკვირველია, შეთანხმებულია მოსკოვთან და ის არის რუსული პროექტი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდა აფხაზთა გაძლიერებას იმისთვის, რომ რუსეთმა თავის მდგომარეობა განამტკიცოს აფხაზეთში. ამ სკოლის პროექტი ახალი არ არის. 1909 წელს გაკეთდა პირველად მსგავსი პროექტი. ამ იდეის მომზადება ინალ არძინბამ ექსკლუზიურად დაიწყო და ახლა უბრალოდ ამას ლოგიკური დასასრული ჰქონდა,“ - უთხრა „ფორტუნას“ მამუკა არეშიძემ.    

რა საფრთხე იმალება „ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის“ მიღმა?!

  იმისთვის, რომ მივხვდეთ სკოლა რა საფრთხის მატარებელია, აფხაზეთის ისტორიას უნდა მივყვეთ. აფხაზები 1880-იან წლებში რუსეთს რამდენჯერმე აუჯანყდნენ. ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთის იმპერიაში აფხაზებმა, სხებისგან განსხვავებით, იმპერატორის სპეციალური დეკრეტით, ყველა სამოქალაქო უფლება დაკარგეს. პრაქტიკულად ისინი უუფლებოდ დარჩნენ. შემდეგ რუსეთის იმპერიამ დაიწყო მოქმედებები კარგად ნაცადი, „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით. ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი წაიყვანეს მოსკოვში სასწავლებლად და მათ დიდხანს ამზადებდნენ. 1909 წელს ეს ახალგაზრდები აფხაზეთში დაბრუნდნენ. სწორედ ამ პერიოდშივე მოეხსნა აფხაზეთს რუსეთის იმპერატორის დეკრეტი და მათ სამოქალაქო უფლებებიც დაუბრუნდათ. რუსეთგამოვლილი ახალგაზრდები აფხაზეთში ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებდნენ. „ეს იყო ხალხი, რომელიც გაზრდილი იყო რუსული იდეოლოგიით, უაღრესად ანტიქართული იდეოლოგიით. ასეთი ნაბიჯები მხოლოდ აფხაზების შემთხვევაში არ იდგმებოდა, ის გამიზნული იყო ზოგადად, კავკასიელებისთვის. ეს მიდგომა მხოლოდ რუსეთისთვის არ არის დამახასიათებელი. მას ხშირად იყენებდნენ იმპერიალისტური სახელმწიფოები, მათ შორის საფრანგეთიც,“ - ყვება "ფორტუნასთან" მამუკა არეშიძე. მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას, არეშიძე სწორედ ამ ისტორიულ პარალელს ავლებს და ამბობს, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სკოლას გაივლიან, უაღრესად პრორუსული იდეოლოგიით „შეპყრობილი ხალხი იქნება, რომელიც იმის წინააღმდეგიც გახდება, რაც ახლა აფხაზეთში ხდება, სადაც უკვე ანტირუსული განწყობაა.“ მამუკა არეშიძის თქმით, ჯერ ტექნოლოგიურ დარტყმებზე საუბარი ადრეა, თუმცა მომავალში ყველაფერს უნდა ველოდოთ. უცნობია, „მომავალი“ როდის დათარიღდება. „იქნება ტექნოლოგიების და იდეოლოგიების გამოყენებაც. სოციალური ქსელების გამოყენება ჩვენთვისაც შემცირდება და საინფორმაციო ომი კიდევ უფრო გამძლავრდება. ეს არ არის მთავარი უბედურება, რაც აფხაზეთში ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანი და ყურადსაღები საკითხია,“ - ამბობს მამუკა არეშიძე.  

დიალოგის აღდგენა თუ თავიდან დაწყება?!

  სახელმწიფოს მხრიდან ხშირია იმაზე საუბარი, რომ საჭიროა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან ურთიერთობების აღდგენა. თუმცა, ახალგაზრდები ხშირად კრიტიკულად უყურებენ ამ საკითხს, რადგან მათი თაობის ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, არ იცნობენ. „ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დიალოგი კი არ აღვადგინოთ, დიალოგი დავიწყოთ თაობათა შორის. ამ დიალოგში ჩართული უნდა იყოს ახალგაზრდობა. ის თაობა, რომელსაც არც სისხლში აქვს გასვრილი ხელი, არც დაპირისპირებაში მიუღია მონაწილეობა, არც სიძულვილის ენას აფრქვევს, არც საინფორმაციო ომშია რაიმე კონტექსტით ჩართული. რეალურად ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე მედიით ახორციელებენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, მიხვდნენ, რომ მთავარი არის არა ზოგადად საზოგადოების, კონკრეტულად ახალგაზრდობის მომართვა მათთვის სასურველ ტალღაზე,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ კონფლიქტოლოგი თამარ ბელქანია. „ახალგაზრდა ლიდერთა სკოლაში“ ქართული მხარე ჩართული არ არის. ამაზე კი ბელქანიას თქმით, მთავარი შეცდომა ისაა, რომ ასეთ დიალოგებში სამეცნიერო კუთხით ჩართული არიან მხოლოდ შუახნის და მხოლოდ აფხაზეთიდან ადამიანები, რაც, კონფლიქტოლოგის შეფასებით, არასწორია. „რეალურად ჩვენ არც არაფერს ვაკეთებთ. ჯერ ერთი, არც ვიმჩნევთ, რომ ვიცით ეს ყველაფერი, არ შევიმჩნიეთ ის, რომ ქართული გეოგრაფიის და ისტორიის სახელმძღვანელოები ამოიღეს; არც ის შევიმჩნიეთ, რომ მარტო გალში 11 სომხური სკოლა გაიხსნა და ქართული სკოლები დაიხურა. საუბარია გალში მხოვრებ ქართველებზე, რომელთა უფლებებიც ტოტალურად ილახება. მათ არ აქვთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე წვდომა, არ შეუძლიათ საკუთარ ენაზე სწავლა-განათლების მიღება, რელიგიური აღმსარებლობის წვდომა. ჩვენ ველით საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც უბრალო დამკვირვებელი და მაყურებელია. სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამა, სამოქმედო გეგმა, სტრატეგია. ვკარგავთ არა თუ აფხაზებს, არამედ ქართველებსაც. საკითხის დაყენება ისე, რომ ჩვენ ლიდერთა სკოლას გვერდიდან უნდა ვუყუროთ, დანაშაულად მიმაჩნია,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ბელქანია. კონფლიქტოლოგის თქმით, თუ ჩვენ არ ჩავერთვებით დიალოგის რეჟიმში და აფხაზეთთან დავკარგავთ წვდომას ტექნოლოგიებით, სამუდამოდ დავკარგავთ ამ ხალხს და კულტურის იმ ნაწილს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი კულტურის თანაზიარი იყო. ამ არგუმენტების გათვალისწინებით, კონფლიქტოლოგები თანხმდებიან, რომ საფრთხე რეალური და ძალიან ხელშესახებია.

თათია კაკიაშვილი

  [post_title] => „ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა“ სოხუმში - რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ პრორუსი ახალგაზრდებისგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => akhalgazrda-liderta-skola-sokhumshi-ra-safrtkheebs-unda-velodot-prorusi-akhalgazrdebisgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-13 10:43:16 [post_modified_gmt] => 2018-11-13 06:43:16 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=304518 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 305067 [post_author] => 21 [post_date] => 2018-11-14 12:01:11 [post_date_gmt] => 2018-11-14 08:01:11 [post_content] => სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებლით 9 თვეში ბიუჯეტში 860 ათას ლარზე მეტი შევიდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი 775 596 ლარით შეივსო, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში კი, 84 800 ლარზე მეტი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს თანხა დაახლოებით 10 000 ლარითაა გაზრდილი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი 2000 ლარს შეადგენს. პირს სავალდებულო სამსახურის გადავადება ორჯერ შეუძლია. ახალწვეულებს რამდენიმე სახელმწიფო უწყება იწვევს, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, შსს, იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური დაცვის სამსახური, დაზვერვის სამსახური და ა.შ. შესაბამისად, ჯარში მსახურება ახალწვეულებისთვის საინტერესო უნდა იყოს, თუმცა რეალობა სხვაა. ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ სამხედრო სამსახურში მსახურება არ უნდათ და რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი ასეთი, ახალგაზრდების თქმით, ტყუილად გაფლანგული დროა, რომელი ურცევნიათ სწავლისთვის, მუშაობისა და პირადი ცხოვრებისთვის გამოიყენონ. ხშირია შემთხვევები, როცა ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლების პროცესს იხანგრძლივებენ, თუმცა ბუნებრივია, ესეც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. „სამსახური მაქვს, თან მაგისტრატურაზე ვსწავლობ, წელს ვამთავრებ. ჯარში წასვლა იმიტომ არ მინდა, რომ ამ ყველაფერს უნდა ჩამოვშორდე, ჩემთვის იქ ყოფნა უინტერესოა. ვიცი, რომ ინტენსიური ვარჯიში და მზადება არ მიდის, მე კი თუნდაც ჩემი ხელფასი არ მიღირს ჯარში მსახურებად, „ვიშკაზე“ სადგომად,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ თ.რ., რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა. თ.რ.-ს მსგავსად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არიდებს თავს. ამის გამომწვევ მიზეზებზე სფეროს ექსპერტები საკმაოდ ბევრს მსჯელობენ.  

რატომ არიდებენ ახალგაზრდები თავს სამხედრო სამსახურს?!

  სავალდებულო სამხედრო სამსახურის ის ფორმა, რაც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელია. ჯარში წასვლის მთავარი მოტივაცია, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ბრძოლისუნარიანობის გაზრდაა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზაფხულზე დაახლოებით 3000-მდე ახალგაზრდას იწვევენ, მათგან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ხვდება 600-700, ხოლო დანარჩენი შსს-ს დაცვის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე ნაწილდება, სადაც, წვრთნის ნაცვლად, დაცვის ფუნქციას ასრულებენ მინიმალური გასამრჯელოს სანაცვლოდ - თვეში 50 ლარად. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ხოლო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემთხვევაშიც კი, 27 წლამდე სწავლა არ გრძელდება, ჯარისთვის თავის არიდების საშუალებად იქცა ე.წ. უფასო პროფესიები. სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება 17 მიმართულება. ხელახლა ჩაბარების შემდეგ, ე.წ. სტუდენტები სავალდებულო სამსახურის ზედა ზღვარს აბიჯებენ და შემდეგ მე-2-მე-3 კურსიდან, როგორც წესი, უნივერსიტეტებს ტოვებენ. ახალი ხრიკი მოიფიქრა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი” და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის ასარიდებლად რელიგიური ორგანიზაცია - „ბიბლიური თავისუფლება” ჩამოაყალიბა. იქ „სასულიერო პირებს” აკურთხებენ და შესაბამის ცნობასაც გასცემენ. სამოქალაქო-სამხედრო სამსახურის ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელი, ირაკლი ლექვინაძე ერთ-ერთია, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხარვეზებზე საუბრობს. ლექვინაძის თქმით, გადავადების საფასურის გადამხდელები მიუთითებენ სახელმწიფოს, რომ სისტემაში არის ფუნდამენტური ხარვეზი და საჭიროა სხვა კონცეპციის შემუშავება. ახალწვეულები ვერ იღებენ შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც ქვეყნის დაცვისთვის არის საჭირო და მათგან ერთადერთი სარგებელი ისაა, რომ ეს ადამიანები შედარებით იაფად ემსახურებიან სხვადასხვა სტრუქტურას. „რეალურად, იმას ვიღებთ, რომ არც საბრძოლო უნარ-ჩვევების შეძენის თვალსაზრისით, არც მომზადებული რეზერვის დაგროვების თვალსაზრისით, არც საბრძოლო სულისკვეთების და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით, ეს ეფექტს არ იძლევა. ერთადერთი, რაც დღეს არის, ამის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ის, რომ სახელმწიფოს უხელფასო პერსონალი ჰყავს,“ - ამბობს ირაკლი ლექვინაძე. საბჭოთა გადმონაშთს უწოდებს თანამედროვე სამხედრო სამსახურს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე. ეს კი, ექსპერტის შეფასებით, ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რის გამოც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებენ. „ჩვენთან ჯარის საკითხი საბჭოთა გადმონაშთია, როცა აუცილებელი იყო ჯარში წასვლა. როცა ახალგაზრდები ჯარში მიჰყავთ, ისინი ძირითადად, საყარაულოდ მიდიან. ანუ ჩვენ საკუთარ ახალგაზრდებს წელიწადის განმავლობაში ვწყვეტთ პირად გეგმებს, რომ ყარაულში დავაყენოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღემდე ვერ შევქმენით ისეთი სისტემა, სადაც ახალგაზრდები ბოლომდე დაცულად იქნებიან და ინტერესი ექნებათ ამ ვალდებულების შესრულების. სტუდენტები მაგისტრატურაზე აბარებენ ორ-ორჯერ იმისთვის, რომ ჯარში არ წავიდნენ,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ხარშილაძე. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ის იქნება, თუ ახალწვეულებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს. „სხვა უწყებებში, სადაც ახალგაზრდებს იწვევენ, მათი მომზადება, როგორც ჯარისკაცის, ფაქტობრივად არ ხდება. მათ ძირითადად, მხოლოდ დაცვის სამსახურის შესრულება უწევთ - ან კართან, ან საგუშაგოზე დგომა. სხვადასხვა სამინისტროს არც აქვს ყაზარმა და დასვენების დღეებში ახალწვეულები სახლში მოდიან. ისინი როგორც მორიგეები, სამ დღეში ერთხელ მსახურობენ. ის, რაც ქვეყანას უნდა, რომ რიგითი ჯარისკაცი რეზერვისტად გამოდგეს, ანუ უკვე მომზადებული იყოს, ამ ახალგაზრდებისგან ნაკლებად უნდა ველოდეთ. ამიტომ, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ახალწვეულთა გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა იყოს,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ალადაშვილი.  

სიახლეები ახალწვეულებისთვის

  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალწვეულების ის ნაწილი, რომელიც კონკრეტულად ამ სტრუქტურას ეკუთვნის, გადამზადების ახალ მოდელს გაივლის. ეს კი გულისხმობს შაბათ-კვირას დასვენებას და ხელფასის 65 ლარამდე გაზრდას. გარდა ამისა, ახალწვეულები 3 თვიან იდენტურ წვრთნებს გაივლიან, რასაც კონტრაქტზე მომუშავე ჯარისკაცები გადიან. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე აცხადებს, რომ სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს, თუმცა ძირეული ცვლილებები მასში არ იგეგმება. კობალაძის განმარტებით, სამხედრო სამსახური მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს და თუნდაც მორიგეობა ან საკვების მომზადება არ აკნინებს სამხედრო მოსამსახურეს და არც იაფ მუშახელთან გვაქვს საქმე. „ის, რომ საგუშაგოზე ადამიანი დგას გარკვეული პერიოდი, მორიგეობა აქვს და ამ მორიგეობის რაღაც პერიოდი აქვს დასვენების, დარჩენილი კი - აქტიური მოქმედებების, არანაირად არ აკნინებს არც მის პასუხისმგებლობას, არც ავტორიტეტს და არც შემართებას, რადგან შეიძლება ბევრ შემთხვევაში მოყარაულე გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იყოს, ვიდრე რაღაც ეპიზოდში ტანკში მჯდომი ადამიანი,“ - აცხადებს კობა კობალაძე. გარდა ამისა, კობა კობალაძის თქმით, გარკვეული მაქინაციებით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს ყველა მოქალაქის მოვალეობაა. „საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ინიციატივაა დასაყენებელი, რადგან ჩვენ ალბათ ვუყურებთ იმას, რომ ბევრი ცდილობს, მაქინაციებით აიცილოს ქვეყნისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნა, რომელიც არ უნდა იყოს წახალისებული არც სახელმწიფოს და არც თითოეული ჩვენგანის მხრიდან,“ - განაცხადა კობალაძემ. კობალაძეს ოპონირებას უწევს ნოდარ ხარშილაძე და "ფორტუნასთან" ამბობს, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა დღემდე ვერ მიიღო გადაწყვეტილება, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალგაზრდებისთვის. „მოიკითხეთ, დაიწყეთ კომიტეტის თავმჯდომარიდან, თავად რომელია ჯარში ნამყოფი?! მერე კითხეთ, რატომ არ არიან ჯარში ნამყოფები? სხვებს რომ მაქინაციებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, სურათიც შეგვექმნება ძალიან ნათელი, რომ ეს ხალხი კაბინეტის ლომები არიან, ლაპარაკი ბევრი იციან, მაგრამ რეალობაში რა ხდება, წარმოდგენა არ აქვთ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება ჰქონდა თინა ხიდაშელს, როდესაც ერთი პერიოდი გააუქმა თავდაცვაში გაწვევა, ამათ კი - აღადგინეს. ჩემი აზრით, ამ ფორმით სავალდებულო გაწვევა გასაუქმებელია,“ - განუცხადა „ფორტუნას“ ნოდარ ხარშილაძემ. არსებული სისტემა რომ გასაუმჯობესებელია, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა, რამდენად რეალურია ამ კუთხით ძირეული ცვლილებების განხორციელება ახლო მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.

თათია კაკიაშვილი

[post_title] => 2000 ლარი "ვიშკაზე" დგომის სანაცვლოდ - პრობლემები სამხედრო სავალდებულო სამსახურში [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 2000-lari-vishkaze-dgomis-sanacvlod-problemebi-samkhedro-savaldebulo-samsakhurshi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-14 12:01:11 [post_modified_gmt] => 2018-11-14 08:01:11 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=305067 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 1197 [max_num_pages] => 399 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 8366558b528784aafbf3a4c9cf7e8957 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები