LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა ყაზტრანსგაზთან მორიგებისთვის გრძელდება

61

“ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რომ “ყაზტრანსგაზთან” საქმე მორიგებით დასრულდეს” – ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ. უწყებაში იმედოვნებენ, რომ “ყაზტრანსგაზის’’ საქმე არბიტრაჟამდე არ მივა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.

“შეხვედრები რა თქმა იქნება. ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება არის მორიგება მხარეებს შორის ისე, რომ არ ჩაერიოს არც არბიტრაჟი და არც სასმართლო. ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, რომ მოხდეს მორიგება”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.

შეგახსენებთ, ყაზახი ინვესტორები საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივიან და ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს. Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია. საქმე ეხება საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ყაზახურ მხარეს გაზგამანაწილებელი კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მართვის უფლება ჩამოერთვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები