ბრედ პიტი ახალი შეყვარებულის ხათრით დიზაინერის პროფესიას ეუფლება (ფოტო)

74

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი 42 წლის პროფესორზე, ნერი ოქსმანზეა შეყვარებული, მედიას სულ უფრო აქტიურად განიხლავს მსახიობის ახალ გატაცებას. ამჯერად ინტერნეტში გავრცელდა ახალი ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ მუშაობს ბრედ პიტი ავეჯის დიზაინზე. ახალ წამოწყებაში მას ავეჯის ცნობილი დიზაინერი და მეგობარი ფრანკ პოლარო ეხმარება. ცოტა ხნის წინ ლეგენდარული მსახიობი ამსტერდამის სამხატვრო გალერეაშიც იმყოფებოდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სიყვარული ხელოვნების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტისა და ნერი ოქსმანის რომანის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ნერი ოქსმანი არქიტექტურისა და დიზაინის განხრით მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. მედია ვარაუდობს, რომ ოქსმანი ბრედ პიტს 6 თვეა რაც ხვდება. სწორედ ოქსმანის პროფესიას მიაწერენ ბრედ პიტის არქიტექტურით გატაცებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები