LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს

47

გასულ კვირას, ანჯელინა ჯოლიმ ის თანხა დაასახელა, რომელიც მას ბრედ პიტისგან ალიმენტის სახით სურს მიიღოს, რათა ექვსივე შვილი არჩინოს, მსახიობის გამოთვლით, 100 ათასი დოლარი ყოველთვიურად მას ბავშვების ჩაცმაში, გამოკვებასა და სწავლაში ეყოფოდა, ამასთან, თანხის მეოთხედს მათ სამომავლო ფონდში შეინახავს.

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ პიტმა ამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. მას არ სურს, რომ მისი შვილების ფული ჯოლიმ განკარგოს, ამასთან, სანამ დაზუსტებით არ გადაწყდება ბავშვბზე მეურვეობის საკითხი, ალიმენტებზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ განქორწინების საკითხი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ჯოლის მონდომებით უახლოეს მომავალში დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები