LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ტარანტინოს ახალი ფილმის გადაღებებზე (ფოტო)

146

ქუენტინ ტარანტინოს ერთ-ერთი ყველაზე გამხურებული კინოფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ ეკრანებზე მომდევნო წელს გამოვა, იქამდე კი ის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პროექტია მედიაში. მით უმეტეს, რომ ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და მარგო რობი ასრულებენ. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტის ერთობლივი ფოტოები გადასაღები მოედნიდან. ამჯერად კი პაპარაცებმა მსახიობი მორიგი სცენის გადაღების დროს დააფიქსირეს. ფოტოებზე ჩანს, რომ დიკაპრიო იარაღით ხელში და პიტი, რომელიც მანქანიდან გადმოდის.

შეგახსენებთ, რომ ახალ კინოსურათში ქუენტინ ტარანტინო ჩარლზ მენსონის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში სექტის ლიდერი იყო. ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ვესტერნ-შოუს ვარსკვლავისა და მისი დუბლიორის როლს განასახიერებენ, რომლებიც ჰოლივუდში თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ისინი რეჟოსორ რომან პოლანსკის მეზობლად ცხოვრობენ. სწორედ პოლანსკის ცოლი, შერონ ტეიდი ხდება მენსონის კულტის მსხვერპლი. პოლანსკის ცოლის როლს ფილმში მარგო რობი განასახიერებს.

კინოპროექტი ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა. მაყურებელი მთავარ როლებში ალ პაჩინოს, კურტ რასელს, ტიმ როტსა და დაკოტა ფენინგს იხილავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები