ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ტარანტინოს ახალი ფილმის გადაღებებზე (ფოტო)

196

ქუენტინ ტარანტინოს ახალი ვარსკვლავური ფილმის გადაღებები დაიწყო. „ერთხელ ჰოლივუდში“ ასე ჰქვია ლეგენდარული რეჟისორის ახალ ფილმს, რომლის პირველი კადრები ინტერნეტში უკვე გამოჩნდა.

კინოსურათში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი ასრულებენ. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხის რჩეულ, ორ ლეგენდარულ მსახიობს მაყურებელი ერთ პროექტში იხილავს. პირველი ფოტო გადასაღები მოედნიდან სოციალურ ქსელში ლეონარდო დიკაპრიომ გააზიარა, რაც დიდი იშვიათობაა. ფოტოზე დიპარიო რიკ დაკლტონის, ხოლო ბრედ პიტი, კლიფ ბუტის ამპლუას ირგებს.

ახალ კინოსურათში ქუენტინ ტარანტინო ჩარლზ მენსონის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში სექტის ლიდერი იყო. ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ვესტერნ-შოუს ვარსკვლავისა და მისი დუბლიორის როლს განასახიერებენ, რომლებიც ჰოლივუდში თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ისინი რეჟოსორ რომან პოლანსკის მეზობლად ცხოვრობენ. სწორედ პოლანსკის ცოლი, შერონ ტეიდი ხდება მენსონის კულტის მსხვერპლი. პოლანსკის ცოლის როლს ფილმში მარგო რობი განასახიერებს. კინოპროექტი ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა. მაყურებელი მთავარ როლებში ალ პაჩინოს, კურტ რასელს, ტიმ როტსა და დაკოტა ფენინგს იხილავს.

First look. #OnceUponATimeInHollywood

A post shared by Leonardo DiCaprio (@leonardodicaprio) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები