LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ფილმის „დაკარგული ქალაქი Z“ პრემიერაზე

95

ლოს-ანჯელესში ფილმის „დაკარგული ქალაქი Z“ პრემიერა შედგა, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებლები – ბრედ პიტი, რობერტ პატინსონი, ჩარლი ჰანემი და სიენა მილერი დაესწრნენ.

ანჯელინასთან დაშორების შემდეგ ბრედმა საგრძნობლად დაიკლო წონაში და დიდ დროს უთმობს თავის ამჟამინდელ მთავარ საქმიანობას – სკულპტურას. ინსაიდერის თქმით, მის ცხოვრებაში თანდათან სიმშვიდე ისადგურებს, რადგან ის და ანჯელინა პრობლემებს დახურულ რეჟიმში აგვარებენ.

რაც შეეხება ფილმს, პიტი მასში მთავარ როლს ასრულებს, პროექტი კი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები