LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი მიიჩნევს, რომ ანჯელინა ჯოლის პარანოია აქვს

45

ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის, ცოტა ხნის წინ ჟურნალისტები წერდნენ, რომ მსახიობს, დიდი ალბათობით, ონკოლოგიური დაავადება აქვს, ახლა კი მისი ქმარი ეჭვობს, რომ ანჯელინას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ბრედ პიტი ანჯელინას პარანოიით დაავადებულად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ინტერნეტში გამოჩნდა მელისა ეტერიჯის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ მსახიობი შეიძლებოდა მისი შვილების  – ბეილისა და ბეკეტის მამა ყოფილიყო.

მელისას არ უთქვამს, რომ პიტი ჯოლის მასთან ღალატობდა, მსახიობმა გაიხსენა 20 წლის წინანდელი ამბები, როდესაც ბრედი ჯერ კიდევ არ იცნობდა ანჯელინას. ეტერიჯი ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილები დონორის სპერმით დაიბადნენ და არა ბუნებრივი გზით.

ამ სიახლემ ანჯელინა ჯოლი აღაშფოთა. როგორც Parent Heral იტყობინება, ბრედ პიტის ცოლს სურს სიტუაციაში გაერკვეს და მოითხოვს, ბრედმა შესაბამისი ტესტი ჩაიტაროს. თუ პიტი არ დასთანხმდება, ჯოლი თავად მივა მელისასთან და მოითხოვს პასუხს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები