LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ნარკოტესტს კვლავ გაივლის

53

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შვილების მეურვეობის საკითხში დროებით კონსესუსს მიაღწიეს. სასამართლოს დოკუმენტებში წერია, რომ ექვსივე შვილი დედასთან დარჩება, პიტი კი მათთან ერთად თერაპიის კურსებს გააგრძელებს, პარალელურად კი კვლავ ჩააბარებს ანალიზებს ნარკოტიკებზე.

აღნიშნული შედეგის მიღწევა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბრედ პიტის საქმის განხილვა საბოლოოდ დახურა, რომელიც მისი ბავშვების მიმართ ცუდ მოპყრობას სწავლობდა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს დასკვნის შემდეგ ჯოლი ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად მალიბუს სახლში გადავიდა, მოგვიანებით კი ჰიდენ-ჰილსში დასახლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები