LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი სექსსიმბოლოს სტატუსს იბრუნებს

73

ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ბრედ პიტი ნელ-ნელა ფორმაში მოდის და  საკუთარ გარეგნობას სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს.

პაპარაცებმა ვარსკვლავი ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. ბრედი საკმაოდ  მიმზიდველად გამოიყურებოდა, ამაღლებულ განწყობაზე იყო და გარშემო მყოფ გოგონებს ეფლირტავებოდა.

ინსაიდერების ცნობით, ის თავდაჯერებულად გრძნობს თავს. დეპრესიისგან კი თავი არტ-თერაპიის საშუალებით იხსნა. პიტი სიამოვნებით მონაწილეობს ახალ პროექტებში. მის უახლოეს გეგმებში კი ახალი ფილმი შედის, რომლის დეტალებიც მკაცრად გასაიდუმლოებულია.

არსებობს ვარაუდი, რომ სულ მალე ის ჰოლივუდის სექსსიმბოლოების რეიტინგის სათავესაც დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები