LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი შობას შვილებთან ერთად შეხვდა

77

საშობაო დღესასწაული ბრედ პიტმა შვილებთან ერთად გაატარა. როგორც გამოცემა US Weekly წერს, პიტმა და მისმა ექვსივე შვილმა საშობაო საჩუქრები გაცვალეს. შეხვედრას ოჯახის ფსიქოთერაპევტი ესწრებოდა, რომელიც ანჯელინას ბრალდების შემდეგ, სადაც მან ბრედი ბავშვებთან უხეშად მოქცევაში დაადანაშაულა, აკვირდებოდა მამისა და შვილების ურთიერთობას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრალდებები FBI-მ ბათილად ცნო და ჯოლის მიერ დასახელებული ბრალდებები ბათილად ცნო.

თავის მხრივ, პიტმა სასამართლოში სარჩელი ყოფილი ცოლის მიმართაც აღძრა და ანჯელინა ბავშვებზე ცუდ ზემოქმედებაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები