LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი შვილებს სცემდა – ამერიკული მედია სკანდალის შესახებ წერს

100

ბრედ პიტით ლოს-ანჯელესის პოლიცია დაინტერესდა და გამოძიება მიმდინარეობს. ამერიკული გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, მსახიობს შვილების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, ანჯელინა ჯოლისთან მისი დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ოჯახთან დახლოებული პირები ამბობენ, რომ ბრედი და ანჯელინა შვილებთან ერთად პირადი თვითმფრინავით მიფრინავდნენ, როდესაც პიტი უეცრად წყობილებიდან გამოვიდა, ბავშვებს ყვირილი და ცემა დაუწყო.

TMZ-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით საღამოს 8 საათზე დაჯდა და თვითმხილველების თქმით, ბრედ პიტი ყვირილს კვლავ განაგრძობდა. მისი ქცევის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველმა პოლიციას აცნობა და სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ამასთან, პიტის ერთ-ერთი მეგობარი გამოცემასთან ამბობს, რომ ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და ბრედი საკუთარ შვილებს არასოდეს სცემდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები