LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის ახალი რომანის პარალელურად, ანჯელინა ჯოლი მარტოობაზე ალაპარაკდა

54

ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი საკუთარი ცხოვრების მოწყობას გეგმავს. უკანასკნელ ინტერვიუში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ პრობლემების დაძლევაში შვილები ეხმარებიან.

რამდენიმე დღის წინ დასავლურმა პრესამ პიტის ახალი რომანის შესახებ დაწერა, რომელიც, სავარაუდოდ, მას 21 წლის მსახიობ, ელა პერნელთან აქვს. ჯოლის ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არ არის: „სრულებით არ მომწონს მარტოობა. იმედი მაქვს, ოდესმე ამ პრობლემებს მოვაგვარებ“, – განაცხადა მსახიობმა.

42 წლის ვარსკვლავი თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს, თუმცა ცნობილია, რომ განათლების მიღების ჯოლისეულ ვერსიას არ ეთანხმება ბრედი და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბავშვებმა სკოლაში იარონ. პიტს ისიც არ მოსწონს, რომ ანჯელინა მათ უფლებას აძლევს, ბევრი ფასტფუდი ჭამონ, თუმცა, პაპარაცებს ხშირად დაუფიქსირებიათ ჯოლი მაღაზიებში, სადაც ის ჯანსაღ პროდუქტებს ყიდულობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები