LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის ახალი შეყვარებული 42 წლის პროფესორი ნერი ოქსმანია

77

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ ბრედ პიტის ახალ რომანზე მედიაში პირველი სარწმუნო ინფორმაცია გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ჯენიფერ ენისტონთან შერიგების ამბავი მხოლოდ ჭორია და რეალურად 54 წლის მსახიობი 42 წლის ნერი ოქსმანს ხვდება. ინფორმაციას ახალი ფოტოებიც ადასტურებს, რომელიც ინტერნეტში ელვის სისწრაფით ვრცელდება. ნერი ოქსმანი მასაჩუსეტის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია, ის არქიტექტორი და დიზაინერია.  მას ბრედ პიტი 6 თვეა ხვდება.

ფოტო, რომელიც ინტერნეტში დღეს გავრცელდა, ნოემბერშია გადაღებული, როცა ბრედმა ახალი რჩეული ახალი არქიტექტურის პროექტის დაწყებისას გაიცნო. ამავე დროს გასულ კვირას ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ ოფიციალურად გააფორმეს განქორწინება.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები