LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის იუმორისტული პასუხები წამყვანის მიერ დასმულ კითხვებზე

171

მსახიობი ბრედ პიტი შოუს Late Show with Stephen Colbert სტუმარი გახდა, რომელიც საკმაოდ სახალისო გამოვიდა. ბრედმა ფილმებზე „მებრძოლთა კლუბი“ და „ოუშენის მეგობრები“ იხუმრა.

წამყვანმა პიტს შემდეგი კითხვით მიმართა: „შესაძლებელია თუ არა ადამიანმა საკუთარი თავი ოდესმე მაინც შეიცნოს?“

„არ აქვს მნიშვნელობა, საბოლოოდ მაინც აღმოჩნდება, რომ ყველა ედვარდ ნორტონი ვართ“, – განაცხადა  ბრედმა, რომელმაც „მებრძოლთა კლუბი“ იგულისხმა.

ხოლო კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას უსასრულობის აღწერა, ბრედმა თავდაჯერებულად უპასუხა: „უსასრულობა ალბათ ერთით ნაკლები რამ არის, ვიდე „ოუშენის მეგობრების“ სერიები“.

შეგახსენებთ, რომ „ოუშნის 11 მეგობარი“ ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა, მას „ოუშნის 12 მეგობარი“ (2004) და „ოუშენის 13 მეგობარი“ (2007) მოჰყვა. ამჯერად ფილმის მომდევნო ნაწილის გადაღებები მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები