LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ახალი ფოტო, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

55

ჯენიფერ ენისტონისა და ჯასტინ ტერუს განქორწინების შემდეგ, დასავლური მედია ყოველდღე წერს ჯენიფერ ენისტონისა და ბრედ პიტის შესაძლო შერიგებაზე. ამბობენ, რომ წყვილის შერიგების ინიციატორი ჯორჯ კლუნია, რომელმაც მსახიობები ერთმანეთს შეახვედრა და ურთიერთობაც განახლდა. ამ დღეებში ჭორები გამოცემა Star-ის გარეკანზე დაბეჭდილმა ფოტომ გაამყარა, სადაც ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს კოცნიან. გამოცემა ირწმუნება, რომ ბრედი და ჯენიფერი პარიზში საიდუმლოდ დაქორწინდნენ.

დღემდე უცნობია, რეალურია თუ არა ცნობილი გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც ინტერნეტს ვირუსულად მოედო. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს ფოტოშოპია და მკითხველის ყურადღების მიპყრობის მიზნითაა გამოყენებული. რეალურად კი ჟურნალისტებმა ენისტონის 2009 წლის ფოტო გამოიყენეს ფილმიდან  „მეტი, ვიდრე მეგობარი“, სადაც ის მსახიობ ჯეისონ ბეიტმანს კოცნის. ბრედ პიტის ფოტო კი 2010 წელსაა გაღებული, როცა ის ანჯელინა ჯოლის კოცნიდა.

https://twitter.com/SuperStarMonde/status/977506771525865472

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები