LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივლა

49

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამჯერად საქმე ჯოლის მხრიდან ბავშვების ფსიქიკაზე ზეწოლას შეეხება. პიტის მოთხოვნით სასამართლო დახურულ რეჟიმში წარიმართა. მისი სურვილი იყო, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არცერთი დოკუმენტი ფართო მასებისთვის არ გასაჯაროვებულიყო.

პროცესზე, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა, აღნიშნულ საქმეში ჯოლის ბრალეულობა არ დამტკიცდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ყოფილმა ცოლ-ქმარმა ბავშვებზე საერთო მეურვეობის შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმად ექვსივე შვილი დედასთან იცხოვრებს, ბრედი კი მათთან ერთად თერაპევტის სეანსებს დაესწრება.

პიტი მიიჩნევს, რომ მათი საქმის გასაჯაროებით ანჯელინა ბავშვების ფსიქიკას სერიოზულ ზიანს აყენებს, მაგალითად კი მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი სახელდება, სადაც მან ბრედი შვილებთან სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა. აღნიშნული საქმე პიტის სასარგებლოდ უკვე დაიხურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები