LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა ანჯელინასთან შერიგების შესაძლებლობა უარყო

42

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მედია მოიცვა სასიხარულო ამბავმა, თითქოს ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შერიგებას გეგმავდნენ. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არცერთი მხრიდან არ დადასტურებულა, დღეს კი უცხოურმა პრესამ გაარკვია, რომ ბრედ პიტი ანჯელინასთან შერიგების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ბრედის მეგობრები ირწმუნებიან, რომ მიუხედავად განქორწინების შენელებული პროცესისა, მსახიობები შერიგებას არ გეგმავენ, ხოლო პიტის ერთადერთი სურვილი – შვილებთან ურთიერთობის მოგვარებაა.

ამ დროისთვის შვილებზე მეურვეობას სრულად ანჯელინა ფლობს, თუმცა ბრედი ამ დრომდე საერთო მეურვეობის მოპოვებას ცდილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები