LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ შეთანხმებას მიაღწიეს

37

41 წლის ანჯელინა ჯოლიმ და 53 წლის ბრედ პიტმა კომპრომისს მიაღწიეს – ყოფილმა მეუღლეებმა გადაწყვიტეს, განქორწინებასთან დაკავშირებული დეტალები გაასაიდუმლონ, რათა შვილების უსაფრთხოება უზრუნველყონ. დღეს, 10 იანვარს მათ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნეს:

„მხარეებმა ხელი მოაწერეს მათი ოჯახისა და შვილების ხელშეუხებლობის თემას, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კონფიდენციალურობას გულისხმობს. მშობლები ამ პროცესში საერთო ფრონტიდან იბრძოლებენ“, – წერია ჯოლისა და პიტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი ბრედ პიტია, რომელსაც ექვსი შვილის ინტერესების დაცვა სურდა. თავდაპირველად ანჯელინას ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ამ გზით ბრედს სურდა „საშინელი სიმართლის“ დამალვა, რაც საქმის განხილვის პერიოდში გამოაშკარავდებოდა. მოგვიანებით კი თავად ჯოლიმ გაიზიარა ყოფილი მეუღლის აზრი, რომ საზოგადოებამ და პრესამ მათი საქმის დეტალები არ უნდა იცოდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები