LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა მეგობრებისთვის დახურული წვეულება მოაწყო

73

სკანდალური განქორწინების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. ამის დასადასტურებლად პიტის ბოლოდროინდელი აქტივობები სახელდება: მსახიობი ჯერ „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე მოულოდნელად გამოჩნდა, შემდეგ კი ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ ენისტონის მეგობრის, კორტნი კოქსის მიერ ორგანიზებულ საღამოს დაესწრო.

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ სანტა-მონიკაში, სასტუმრო  Casa Del Mar-ში მან მეგობრებისთვის დახურული წვეულება მოაწყო. ინსაიდერის თქმით, ბრედს სურდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ამიტომ სასტუმრო საიდუმლო გასასვლელიდან დატოვა.

ცნობილია, რომ ბრედი მთელი საღამოს განმავლობაში არ გაკარებია ალკოჰოლს, რადგან ის მუდმივად აბარებს ტესტს სპირტიან სასმელზე. ეს ყველაფერი ბრედს პირიქით ხელს უწყობს, ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიცვას, რაც მის ვიზუალზე აისახება. პიტმა დაიკლო წონაში, იკვებება ჯანსაღად და რეგულარულად ვარჯიშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები