LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტს და სიენა მილერს რომანი აქვთ?

193

ამ დღეებში, ლოს-ანჯელესში, ფილმის „დაკარგული ქალაქი Z” პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე ბრედ პიტთან ერთად სიენა მილერი გამოჩნდა. 35 წლის ვარსკვლავი, როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას „ქლოეს“ ღია ფერის კაბა ეცვა, რომლისთვისაც კრემისფერი ფეხსაცმელი და ხელჩანთა შეარჩია.

წყვილის რომანის შესახებ პრესაში ხმები არაერთხელ გავრცელებულა. ჯერ კიდევ ანჯელინასთან ქორწინებაში ყოფნის პერიოდში გავრცელებულა ჭორები, რომ ბრედი სიენას მიმართ გულგრილი არ არის. ამ ამბავს ჯოლის მხრიდან მკვეთრი რეაქციაც არაერთხელ მოჰყვა და მილერი იმ ლამაზმანების სიაში შეიყვანა, რომელთან მუშაობასაც ბრედს უკრძალავდა.

დაიწყებს თუ არა უკვე განქორწინებული პიტი ახალ ურთიერთობას, დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები