LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტს რომანი 21 წლის მსახიობთან აქვს?

62

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ, ჟურნალისტები განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებიან ვარსკვლავების გარშემო გამოჩენილ საპირისპირო სქესის ადამიანებს. ამჯერად გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 53 წლის პიტმა რომანი 21 წლის ბრიტანელ მსახიობთან, ელა პერნელთან გააბა. ცნობილი ხდება, რომ მსახიობები ერთად იმუშავებენ ახალ ფილმში, სადაც პიტი პროდიუსერად მოგვევლინება, ხოლო პერნელი ერთ-ერთ როლს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ელას ანჯელინასთან ერთადაც აქვს ნამუშევარი ფილმში „მალეფისენტი“, სადაც ჯოლის ახალგაზრდობა განასახიერა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ჯოლი სკეპტიკურად შეხვდა ამ ამბავს და აქცენტი ელასა და მისი უფროსი ვაჟის, მედოქსის ასაკის 5 წლიან სხვაობაზე გააკეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები