LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტთან დაახლოებული წყაროს პირველი კომენტარი მსახიობის რომანებზე

47

გუშინ მსოფლიო მედია მოიცვა ჭორებმა ბრედ პიტის ახალი და ერთდროულად ორი რომანის შესახებ. ერთი ნაწილი წერდა, რომ პიტს ფლირტი აქვს ელ მაკფერსონთან, მერე ნაწილის აზრით კი ვარსკვლავის ახალი რჩეული სიენა მილერია.

ჟურნალი People, სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრედს არცერთ მათგანთან ურთიერთობა არ აქვს და ყველაფერი მორიგი გამოგონილი ჭორია.

„როდესაც ბრედს, პრესის ინფორმაციით, მაკფერსონთან პაემანი ჰქონდა, რეალურად ის ამდროს ქვეყანაშიც არ იყო. რაც შეეხება სიენა მილერს, ისინი უბრალოდ საერთო მეგობრის, ბრედლი კუპერის მხარდასაჭერად წავიდნენ „გლასტონბერიზე“, – აცხადებს ინსაიდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები