LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლი ჯარედ ლეტოს ხვდება?

87

გამოცემა HollywoodLife ანჯელინა ჯოლისა და ჯარედ ლეტოს შესახებ რომანის შესახებ წერს.

„მათ შორის ყოველთვის იყო ნაპერწკალი. მთელი ამ საშინელი პერიოდის გადალახვაში ენჯის ჯარედი დაეხმარა. ისინი მონათესავე სულები არიან. იმ შემთხვევაში თუ ჯოლის კვლავ მოუნდება სიყვარული და გვერდში მამაკაცი, ჯარედი მას არაჩვეულებრივ პარტნიორობას გაუწევს“, – აცხადებს ჟურნალთან საუბრისას ვარსკვლავთან დაახლოებული პირი.

შეგახსენებთ, რომ ჯარედი და ენჯი წლების წინ ორ საერთო ფილმში მონაწილეობდნენ: „შეწყვეტილი სიცოცხლე“ 1999 წელს და „ალექსანდრე“ 2004 წელს.

აღსანიშნავია, რომ ჯარედს და ბრედს ასევე მონაწილეობა აქვთ მიღებული 1999 წელს გადაღებულ ფილმში – „მებრძოლთა კლუბი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები