LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ანჯელინამ განცხადება პირველად გააკეთა

68

ანჯელინა ჯოლიმ გადაწყვიტა, ბრედ პიტთან გაყრის შემდეგ პირველი ოფიციალური განცხადება გაევრცელებინა. ანჯელინა აღნიშნავს, რომ ოჯახის გამო იძულებული გახდა, საქმეზე გამოძიება დაეწყო.

ჯოლის განცხადება თავის მართლებას ჰგავს იმის ფონზე, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციამ ბრედ პიტს ბრალდება მოუხსნა ოჯახური ძალადობის შესახებ.

„ანჯელინა თავიდანვე აცხადებდა, რომ იძულებული იყო მიეღო რაიმე ზომა ოჯახის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის და როდესაც გამოძიებამ ცხადყო, რომ ბრედი დამნაშავე არ არის, ის ჯოლი კმაყოფილია და გრძნობს, რომ მას და შვილებს არაფერი ემუქრებათ,“ – განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები