LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერი ირინა შეიკს ექიმთან კონსულტაციებზე დაყვება

29

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მალე მშობლები გახდებიან. ორივე მათგანისთვის ეს პირველი შვილი იქნება, ამიტომ მსახიობისა და მოდელის მოლოდინი განსაკუთრებით ემოციურია. 42 წლის კუპერი ცდილობს, შვილის ზრდისა და განვითარების არცერთი ეტაპი არ გამოტოვოს, ამიტომ ორსულ მეუღლეს ის ექიმთან კონსულტაციაზეც დაყვება.

„ბრედლის ემოციების მოზღვავება ჰქონდა, როდესაც ირინასთან ერთად ექიმის კაბინეტში შევიდა და თავისი შვილი ექოსკოპიის აპარატის მეშვეობით დაინახა. ისინი ერთად აკვირდებიან ბავშვის განვითარებას. საბედნიეროდ, ირინაც და პატარაც ჯანმრთელები არიან“, – ყვება ინსაიდერი.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობი და მოდელი მალე მშობლები გახდებოდნენ, გასული წლის დეკემბერში, Victoria’s Secret-ის შოუზე გაჟღერდა, სადაც შეიკი მონაწილეობდა. ფოტოგრაფებმა მისი წამოზრდილი მუცლის დაფიქსირება მოახერხეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები