LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერთან ხელჩაკიდებული ლეიდი გაგა „არმანის“ შავი კაბით პრემიერაზე (ფოტო)

247

„ვენეციის კინოფესტივალის” შემდეგ ბრედლი კუპერმა ახალი ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“ამჯერად ტორონტოში წარადგინა. კუპერი წითელ ხალიჩაზე თავის პარტნიორთან, ლეიდი გაგასთან ერთად ხელჩაკიდებული გამოვიდა. ეპატაჟურმა გაგამ პრემიერისთვის არჩევანი „არმანის“ შავ კაბაზე გააკეთა, რომელსაც ვუალი ამშვენებდა.

ფილმი „ვარსკვლავის დაბადება“ ბრედლი კუპერის კინოსურათია, რომელიც 1937 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმისა და 1954 წელს გამოსული მიუზიკლის რიმეიქია. კრიტიკოსები თვლიან, რომ ფილმი კუპერს ოსკარის არაერთ ნომინაციას მოუტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები