LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიჯიტ მაკრონმა სამადლობელი წერილებით ყველა პირველ ლედის გადაუსწრო

48

საფრანგეთის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მოსახლეობას შობა ელისეის სასახლიდან მიულოცეს. ემოციური ფოტო პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე შობის ღამეს განთავსდა და მასზე მაკრონები ძაღლთან ერთად არიან გადაღებულები. ამასობაში კი გამოცემა „ტელეგრაფი“ ბრიჯიტ მაკრონის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ცნობილი ხდება, რომ 64 წლის ბრიჯიტ მაკრონი პირველი გახდა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებს შორის, რომელიც ყოველდღიურად ყველაზე დიდი ოდენობით სამადლობელ წერილებს იღებს. მაკრონის მისამართით ყოველდღიურად 200-მდე წერილი იგზავნება, რაც საგრძნობლად აღემატება კარლა ბრუნის მიერ მიღებული წერილების სტატისტიკას. ბრუნი დღეში დაახლოებით 35 წერილს იღებდა.

საინტერესოა, რომ სამადლობელი წერილები ძირითადად ასაკოვანი ქალბატონებისგან მოდის, რომლებიც ამბობენ, რომ ბრიჯიტ მაკრონი მათთვის შთაგონების წყარო გახდა. 66 წლის პირველმა ლედიმ დაამტკიცა, რომ მიზნის მისაღწევად ასაკი დაბრკოლება არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები