LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიჯიტმა მაკრონთან რომანის გამო მეგობრები დაკარგა – უცნობი ფაქტები ბრიჯიტ მაკრონის ბიოგრაფიიდან

484

საფრანგეთში, 17 იანვარს, ბრიჯიტ მაკრონის ბიოგრაფია გამოიცა. ავტორმა, ჟურნალისტმა მაელ ბრუნმა, საზოგადოების წინაშე, საფრანგეთის პირველი ლედის ცხოვრების ის დეტალები  გამოიტანა, რაც აქამდე უცნობი და გაუხმაურებელი იყო.  ბრიჯიტ მაკრონის და მისი მეუღლის ემანუელ მაკრონის წყვილის გარშემო ისეთივე დიდი ინტერესია, როგორც დონალდ და მელანია ტრამპების მიმართ. ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ ემანუელ მაკრონი მეუღლეზე 25 წლით უმცროსია.

ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონების ურთიერთობა 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც ბრიჯიტი ლექტორი იყო, ემანუელ მაკრონი კი, მის ლექციებს ესწრებოდა. ახლა საფრანგეთის პირველი ლედი 65 წლისაა, პრეზიდენტი კი 40-ის. 2007 წელს, ბრიჯიტ ტორნიემ , მაკრონის გამო , მეუღლე – ანდრე ლუი ოზერასთან 30 წლიანი თანაცხოვრება დაასრულა და ემანუელ მაკრონზე დაქორწინდა.

ახლობლებისა და მეგობრებისთვის ბრიჯიტის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა.

 

 

ბრიჯიტმა მაკრონთან რომანის გამო მეგობრები დაკარგა

 

“მან ერთ ღამეში ყველა მეგობარი დაკარგა. თუმცა, გადაწყვეტილებას არ ნანობს. ბრიჯიტი როდესაც უკან იხედება, ხვდება, რომ თუ საყვარელ კაცთან ყოფნის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და არჩევანს ემანუელ მაკრონზე არ გააკეთებდა, მისი ცხოვრება  სრულყოფილი და ბედნიერი არასდროს იქნებოდა”- წერს მაელ ბრუნი

 

 

ემანუელ მაკრონმა ახალგაზრდობაში, თავის მასწავლებელთან ურთიერთობის საწყისი პერიოდის შესახებ,  რომანი დაწერა.

 

ცოტამ თუ იცოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი თავისუფალ დროს წერით იყო გატაცებული. ბიოგრაფიის ავტორი, ჟურნალისტი მაელ ბრუნი აღნიშნავს, რომ  1993 წელს, 16 წლის (სწორედ იმ დროს გაიცნო მან მომავალი მეუღლე) მაკრონმა “თამამი და ცოტა უხამსი რომანი“ დაწერა, ასევე რამდენიმე ლექსიც. ჟურნალისტის თქმით, ეს რომანი ემანუელმა სწორედ მის საყვარელ ლექტორს – ბრიჯიტს მიუძღვნა. საფრანგეთში ამ ამბავს უკვე აქტიურად განიხილავენ.

 

 

 

სანამ მაკრონს გაიცნობდა, ბრიჯიტი პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული

 

1982 წელს,  29 წლის ბრიჯიტი, საფრანგეთის  ჩრდილოეთი რეგიონის, ნორ-პა-დე-კალეს სავაჭრო პალატის სპიკერი გახდა. გარდა ამისა, მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში. თუმცა, მაელ ბრუნი წერს, რომ  ბრიჯიტის მოწოდება პოლიტიკა ნამდვილად არ ყოფილა.

 

და კიდევ ….

 

მასწავლებლად მუშაობის დაწყებამდე ბრიჯიტი მოციგურავე იყო

 

საფრანგეთის პირველი ლედი, მშობლიურ ქალაქ ამიენის მოციგურავეთა ნაკრების წევრი იყო და ეს საქმე, საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ლიტერატურის სიყვარულმა სძლია. მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ბრიჯიტმა სკოლაში დაიწყო მუშაობა.

 

“ის საკმაოდ უჩვეულო მასწავლებელი იყო. მოსწავლები იხსენებენ, რომ ბრიჯიტს ისინი ხშირად დაყავდა თეატრში და ჭიქა ღვინოზეც ეპატიჟებოდა”

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები