LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრილიანტის გამოწვევა“ დასკვნით ეტაპზეა: ვინ წარგვადგენს მსოფლო ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე

88

ამერიკაში მსოფლო ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსზე- „ბრილიანტის გამოწვევა“ (Diamond Challenge) თუ ვინ წარადგენს საქართველოდან, 10 თებერვალს გაირკვევა.

„ბრილიანტის გამოწვევა“ სასწავლო ინიცატივაა, რომლის მიზანია უფროსკლასელ მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების გამომუშავება და განვითარება.

2018 წელს პროექტში მონაწილე 40-ზე მეტი გუნდიდან, საუკეთესო შედეგის 10 გუნდი მონაწილეობას მიიღებს პრეზენტაციების ეტაპზე. ისინი შეეჯიბრებიან ამერიკაში წასვლის საგზურის მოპოვებაში, სადაც მოხდება 100.000 $ საპრიზო ფონდის განაწილება. გუნდებს მოუწევთ პროექტის 5 წუთიანი მიმოხილვა (პრეზენტაცია) წარადგინონ ჟიურის წინაშე.

გამარჯვებული გუნდი, მოსწავლეებისა და 1 მრჩეველის მონაწილეობით აპრილში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს ახალგაზრდულ გუნდებთან შესაჯიბრებლად . საპრიზო ადგილებზე გასულები მიიღებენ ფულად ჯილდოებს და შესაძლებლობას იდეა აქციონ საქმედ. საპრიზო ფონდი 100.000 $-ია.

ცნობისთვის, ა.შ.შ. დელავერის უნივერსიტეტის პარტნიორი საქართველოში EMT – განათლებისა და მართვის გუნდი 2014 წლიდან ანხორციელებს ამ პროგრამას. სრული პარტნიორია ააიპ სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

2018 წლის ბრილიანტის გამოწვევის პროექტის სპონსორები არიან: თბილისის ღია უნივერსიტეტი, წლის სტარტაპი –ხელნაკეთი ნივთების მაღაზია Hippie, ნუკრიანის სახელოსნოები, სოციალური კაფე “რეას ციყვები”, საწარმო “პეპელა” Pepela Wooden Bow Ties.

პროგრამას მხარს უჭერს 30-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია საქართველოში.

საქართველოს ეტაპის ფინალი გაიმართება 2018 წლის 10 თებერვალს, 10:00 სთ-ზე, თბილისში, ღია სასწავლო უნივერსიტეეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები