LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელები პრინცესა ევგენიას ქორწილის ბიუჯეტიდან დაფინანსებას აპროტესტებენ

91

დედოფალ ელისაბედის შვილიშვილის, პრინცესა ევგენიასა და ჯეკ ბრუკსბენკის ქორწილამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. დასავლური მედიის ცნობით, მოსახლეობა ქორწილის საბიუჯეტო ხარჯებიდან დაფინანსებას აპროტესტებს. ცნობილი ხდება, რომ ქორწილის საბიუჯეტო ხარჯებიდან დაფინანსების გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც 20 ათასამდე ბრიტანელმა მოაწერა ხელი.

მართალია სამეფო ოჯახის ქორწილები ამ დრომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, მაგრამ პრინცესა ევგენია აქტიურად არაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ამდენად ბრიტანელებს მისი ქორწილის დაფინანსება არასწორად მიაჩნიათ.

ცნობილია, რომ 12 ოქტომბერს დაგეგმილ ქორწილს 850 სტუმარი დაესწრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები