LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელები vs ტრამპი: ეგ კაცი ჩვენთან არ დავინახოთ

36

ბრიტანელებს ტრამპის შეშვება არ სურთ. პეტიციას, რომელიც ამერიკის ახალი პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის წინააღმდეგაა მიმართული, უკვე მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ჩავიდა, ტრამპს დედოფლის ოფიციალური მიწვევა გადასცა და მისგან დადებითი პასუხის მიიღო. ამან კი ინგლისელების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმების შეგროვებაც დაიწყო.
პეტიცია ქსელში სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და უკვე მილიონობით ხელმოწერა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
პრეზიდენტმა მსგავსი ემოცია თავისი რასისტული, ქსენოფობიური თუ სექსისტური განცხადებებისა და ქმედებების გამო დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები