LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი თბილისში უელსი-საქართველოს მატჩზე დასწრების მსურველებს აფრთხილებს

87

6 ოქტომბერს თბილისში, “დინამოს” სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას და მატჩზე დასწრებას აპირებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს ავრცელებს.

საელჩო დეტალურად განუმარტავს თავის მოქალაქეებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ პასპორტთან, ვიზებთან და ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით.

როგორც საელჩოს რეკომენდაციებშია აღნიშნული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თბილისში გადაადგილება რთულია. ასევე საუბარია  შესაძლო კრიმინალის რისკზეც.

„კრიმინალი თბილისში დაბალია, თუმცა დროდადრო ქალაქის ცენტრში, ღამით, სიბნელეში მძარცველები ჩნდებიან, განსაკუთრებით ბარებისა და კლუბების სიახლოვეს, ასევე სადარბაზოებთან. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია სექსუალური ძალადობის შესახებ. თავი აარიდეთ დიდი თანხით სიარულს, ასევე შეეცადეთ თავი შეიკავოთ ღამით მარტო სიარულისგან. ყურადღებით იყავით გზის გადაკვეთისას. შუქნიშანზე – წითელი და გზაზე ზებრა არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს. ავარიები საკმაოდ ხშირად ხდება, რაც ძირითადად არასწორი მართვითა და მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული. ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ასე რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კაფე/პაბებში მოგიწევთ,“ – ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.